თიბისის ბიზნესის მობაილ და ინტერნეტ ბანკში სიახლეა

თიბისის ბიზნესის მობაილ და ინტერნეტ ბანკში სიახლეა

თიბისი, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მობაილ და ინტერნეტ ბანკის მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს.

დღეიდან მომხმარებლები, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებით სარგებლობენ, მარტივად შეძლებენ შეამოწმონ ტრანზაქციის შესასრულებლად საჭირო საფეხურები და შუამავალ ბანკებთან დაკავშირებული დეტალები.

ამ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ტრანზაქციის დეტალების გვერდზე, სადაც დაგხვდებათ ჩამოსაშლელი მენიუ, რომლის დახმარებით შეძლებთ შეამოწმოთ ჩაერიცხა თუ არა მიმღებს თანხა, ან თუკი ტრანზაქცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, ნახავთ მის მიმდინარე სტატუსს. S