„თიბისის“ ინვესტიციების მოცულობა განათლების სექტორში

„თიბისის“ ინვესტიციების მოცულობა განათლების სექტორში

განათლების სექტორში „თიბისი ბანკის“ ჯამური ინვესტიცია 2020 წელს პანდემიური კრიზისის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 28 მილიონი ლარია. ამის შესახებ Forbes Georgia-ს „თიბისიში“ განუცხადეს.

თავის მხრივ, როგორც ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან შავკაციშვილმა გადაცემა Forbes-კვირაში განაცხადა, „თიბისის“  კორპორაციულ ბიზნესში ჰყავს გუნდი, რომელიც ფოკუსირებულად მხოლოდ განათლების სექტორს ფარავს.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ძირითადი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მთავარი პარტნიორები ვართ. მაგალითად, შარშანდელი წლიდან BTU-სთანაც დავიწყეთ თანამშრომლობა. ჩვენ მათი ძირითადი პარტნიორებიც ვართ და ბევრი კარგი სიახლე გვექნება ამ კუთხით“, – აღნიშნა შავკაციშვილმა.

მისივე თქმით, „თიბისის“ ასევე ჰყავს  სტუდენტებისა და ახალგაზრდების გუნდი, რომელიც მუდმივად ფიქრობს, თუ რა სერვისები შეიძლება შესთავაზოს ბანკმა იმ სტუდენტებს, რომლებიც პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლობენ.