ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის სალარო ტერმინალით სარგებლობას მეწარმეები სრულიად უფასოდ, ყოველთვიური საკომისიო გადასახადის გარეშე შეძლებენ. ტერმინალზე თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდის საკომისიო კი, მხოლოდ 1% იქნება.
სალარო ტერმინალით სარგებლობა, პირველი 6 თვის განმავლობაში, ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის, სრულიად უფასოა. სპეციალური შეთავაზება იმ მეწარმეებზე გავრცელდება, რომლებიც თიბისის პოს-ტერმინალებით არ სარგებლობენ და სალარო ტერმინალს 23 ივლისიდან – 30 სექტემბრის ჩათვლით შეიძენენ.
რა უპირატესობები აქვს თიბისის სალარო ტერმინალს:
თიბისის სალარო ტერმინალის მოწყობილობაში გაერთიანებულია პოს ტერმინალისა და სალარო აპარატს ფუნქციები, რომლითაც საბარათე და სალარო ტრანზაქციების შესრულება ბევრად უფრო მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი. ამასთანავე, სალარო ტერმინალი დამატებით, სხვა უპირატესობებითაც გამოირჩევა:
- ნაკლები დანახარჯი – ორი მოწყობილობა ერთ ტერმინალში;
- აღრიცხვის გამარტივებული პროცესი;
- ერთ მოწყობილობაში გაერთიანებული ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება;
- ე.წ. ,,თიფის’’ მიღების შესაძლებლობა;
- არასწორი ტრანზაქციის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება სწრაფად და მარტივად.
,,თიბისი ბიზნესების N1 მხარდამჭერია. მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესების წარმომადგენლებს გავუმარტივოთ ყოველდღიური საქმიანობა და მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები/სერვისები შევთავაზოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სალარო ტერმინალების სპეციალური შეთავაზებაც. დარწმუნებული ვარ, სიახლე არაერთ ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გაიმარტივოს გადახდების პროცესი და შეღავათიანი პირობებით ისარგებლოს”, – დავით მესხიძე, გადახდების ლიგის ლიდერი.
სალარო ტერმინალისა და შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/pos-terminal-summer-offer
S












