თორნიკე შენგელია ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების ათეულშია

თორნიკე შენგელია ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების ათეულშია

Eurohoops-მა 2021-2022 წლების ევროლიგის მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების ათეული გამოაქვეყნა. ავტორიტეტული გამოცემის რეიტინგში მერვე ადგილს საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია იკავებს.

ევროლიგასა და ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციას (ELPA)-ს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიმდინარე ზაფხული შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს, როდესაც Eurohoops-ი კალათბურთელების შემოსავლის არაოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულება მოთამაშეების ხელფასების ათდონიან სისტემას მოიცავს, რომელიც 250,000 ევროდან იწყება და 3,5 მილიონ ევროს სცილდება, რაც სატრანსფერო შეთანხმებებისთვის უფრო მყარი საფუძველი იქნება.  სამწუხაროდ, შეთანხმების ამ ნაწილის გასაჯაროება არ იგეგმება, შესაბამისად, ევროლიგის მოთამაშეების ზუსტი ხელფასი შესაძლოა მუდმივად დებატების საგნად დარჩეს.

პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი საკალათბურთო სამყაროსაც შეეხო  და თუ ადრე 2-მილიონიანი კონტრაქტები ევროლიგის წამყვანი კალათბურთელებისთვის მიღწევადი მიზანი იყო, ბოლო პერიოდში ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. 2021-2022 წლების ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების სიის სათავეში კვლავ ბარსელონას ლიდერი ნიკოლა მიროტიჩია, რომლის სეზონური ხელფასი 4.5 მილიონ დოლარს უტოლდება. მეორე და მესამე ადგილს ეფესის კალათბურთელები, შეინ ლარკინი და ვასილიე მივიჩი ინაწილებენ, შესაბამისად $3.7 და $3 მილიონის შემოსავლით.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელ თორნიკე შენგელიას, სპორტსმენი, 1.8 მილიონი აშშ დოლარით ევროლიგის მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს. Eurohoops-ის ცნობით, ცსკა-ში ყოფნის მეორე წელს ქართველი კალათბურთელის ხელფასი იზრდება და მიუხედავად იმისა, რომ $2 მილიონიან ნიშნულს ვერ სცდება, ეს შესანიშნავი კონტრაქტია და კარიერის ამ ეტაპზე შენგელია მეტსაც იმსახურებს.

ევროლიგის მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების ათეული კი, ასე გამოიყურება:

  1. ნიკოლა მიროტიჩი – $4.5 მილიონი (ბარსელონა).
  2. შეინ ლარკინი – $3.7 მილიონი (ეფესი).
  3. ვასილიე მიციჩი – $3 მილიონი (ეფესი).
  4. ნიკოლა მილუტინოვი – $2.5 მილიონი (ცსკა).
  5. იან ვესელი – $2.3 მილიონი (ფენერბაჰჩე).
  6. უოლტერ „ედი“ ტავარეში – $2 მილიონი (რეალ მადრიდი).
  7. ნანდო დე კოლო – $1.9 მილიონი (ფენერბაჰჩე).
  8. თორნიკე შენგელია – $1.8 მილიონი (ცსკა).
  9. კოსტას სლუკასი – $1.8 მილიონი (ოლიმპიაკოსი).
  10. ნიკ კალატესი – $1.8 მილიონი (ბარსელონა).
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.