თურქეთის თავდაცვის ინდუსტრია 2023 წლისთვის $6-მილიარდიან საექსპორტო გეგმას აქვეყნებს

თურქეთის თავდაცვის ინდუსტრია 2023 წლისთვის $6-მილიარდიან საექსპორტო გეგმას აქვეყნებს

თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიამ გასული წლის საექსპორტო მიზნებს გადააჭარბა, 2023 წლისთვის კი თავდაცვის გეგმის, სულ მცირე, $6 მილიარდამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ინდუსტრია, რომელშიც ამჟამად 2,000-მდე კომპანია ოპერირებს, ერთ-ერთ უდიდეს კონტრიბუტორს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკისა და ღირებულებისთვის.

თურქეთმა თავდაცვის მიმართულებით 750-ზე მეტი პროექტი განახორციელა. ამ კუთხით სავაჭრო ბრუნვამ $10 მილიარდს გადააჭარბა, პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ კი $4.4 მილიარდს მიაღწია. თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, 2023 წლის სამიზნეები აერთიანებს როგორც ავიაციასა და კოსმოსურ შეიარაღებას, ასევე სახმელეთო ტექნიკასა და სარაკეტო შეიარაღებას.

როგორც ირკვევა, იგეგმება ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის, MMU-ს ანგარიდან გამოყვანა, გარდა ამისა, რეაქტიული საწვრთნელი და მსუბუქი თავდასხმის თვითმფრინავი Hürjet-ი განახორციელებს პირველ ფრენებს, ხოლო თურქეთის პირველი უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავი Bayraktar Kızılelma სხვადასხვა საფრენ მანევრს შეასრულებს. ამასთან ერთად, Özgür-ის პროექტის ფარგლებში, არსებული F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მოდერნიზაცია დასრულდება და ისინი საჰაერო ძალებს გადაეცემა.

მეექვსე და ბოლო P-72 საზღვაო საპატრულო თვითმფრინავის მიწოდებით დასრულდება Meltem-3 პროექტი. ამავდროულად კი დასრულდება თურქეთის პირველი ტანკის Altay-ის, როგორც ქვეყნის მთავარი საბრძოლო ტანკის, წარმოებაც.

თურქეთის 2023 წლის თავდაცვის ინდუსტრიის გეგმებში ასევე შედის საჰაერო თავდაცვის, იარაღის, რაკეტებისა და საბრძოლო მასალების განვითარება, რომელიც მოიცავს შორ მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემა Siper-ს. ამასთან ერთად კი 2023 წელს განხორციელდება პირველი მიწოდება Bozdoğan In-Sight-ისა და Gökdoğan Over-Sight რაკეტების.