თურქეთმა თავისი პირველი ჰიპერბგერითი რაკეტა Tayfun Block-4 წარადგინა

თურქეთმა თავისი პირველი ჰიპერბგერითი რაკეტა Tayfun Block-4 წარადგინა

თურქეთმა თავისი პირველი ჰიპერბგერითი რაკეტა, Tayfun Block-4, წარადგინა. მისმა მწარმოებელმა, Roketsan-მა, სტამბოლში მიმდინარე თავდაცვის საერთაშორისო გამოფენაზე, IDEF 2025-ზე, დამსწრეებს მთლიანობაში ექვსი ახალი მოწინავე სისტემა გააცნო.

ცნობისთვის, Tayfun Block-4 ბალისტიკური რაკეტა Tayfun-ის რაკეტის ჰიპერბგერითი ვერსიაა. ის თურქეთში წარმოებულ ყველაზე შორ მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტას წარმოადგენს.

„Tayfun Block-4 შორ მანძილზე მოქმედებს, რითაც თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაში კიდევ ერთ რეკორდს ამყარებს. 7 ტონაზე მეტი წონის Tayfun-ის ეს ახალი ვერსია, თავისი მრავალფუნქციური ქობინით, კილომეტრების მანძილიდან შეძლებს მრავალი სტრატეგიული სამიზნის განადგურებას, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები, სამხედრო ანგრები და კრიტიკული სამხედრო ობიექტები“, – ნათქვამია Roketsan-ის განცხადებაში.

სტამბულში თავდაცვის საერთაშორისო გამოფენა სამშაბათს გაიხსნა. ღონისძიება 900-ზე მეტ ადგილობრივ და 400-ზე მეტ თავდაცვის საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობს. IDEF 2025 გახსნიდან ექვსი დღის განმავლობაში გაგრძელდება.