TotalEnergies-მა ერაყის მთავრობასთან $27-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

TotalEnergies-მა ერაყის მთავრობასთან $27-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

უმსხვილესმა ფრანგულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, TotalEnergies-მა ერაყის მთავრობასთან $27-მილიარდიანი სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა.

აღნიშნული პარტნიორობა Total-ის მიერ ქვეყანაში ოთხი ქარხნის და ნავთობმომპოვებელი ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებს. ინვესტიციის საწყისი მოცულობა 10 მილიარდ დოლარს შეადგენს და პროექტის განსახორციელებლად მომდევნო 25 წელია განსაზღვრული.

საბოლოო ჯამში, პროექტის 45%-იანი წილის მფლობელი ფრანგული ენერგოგიგანტი იქნება, 25%-იან წილს კი QatarEnergy მიიღებს, რომელიც პროექტის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია.

TotalEnergies-ის განმარტებით, ერაყი აქტიურად ცდილობს გლობალურ ვაჭრობაში ჩართვას და ეკონომიკურ განვითარებას, ამისათვის კი ქვეყანას ექსპერტების მხრიდან დახმარება სჭირდება, რასაც ფრანგული კომპანია უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *