Toyota მიმდინარე წელს 10.6 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებას გეგმავს – ზემოხსენებული მიზნის მიღწევის შემთხვევაში, იაპონური გიგანტი რეკორდულ შედეგზე გავა.
კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, საბაზრო სცენარით გათვალისწინებულია ისეთი რისკები, როგორებიცაა: აზიის მასშტაბით კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდა; მიწოდების ჯაჭვების შეფერხება და ნახევარგამტარების დეფიციტის გამწვავება.
შედარებისთვის, გასულ 2022 წელს Toyota-მ საერთო ჯამში 9.7 მილიონი ერთეული ავტომობილი გამოუშვა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო.
ზოგადად, პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით კი აშშ-ში. მოგეხსენებათ, Toyota მსოფლიოს ყველზე მოთხოვნადი მწარმოებელია და ის საქართველოში მოწინავე პოზიციებს იკავებს. ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე პოპულარულ მოდელებს შორისაა: Camry, Prius-ი და RAV4.