ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი კრისტი ნოემი გაათავისუფლა

ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი კრისტი ნოემი გაათავისუფლა

ფოტო: BBC

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ბოლო პერიოდში მისი მმართველობის მიმართ გაძლიერებული კრიტიკის ფონზე, ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი კრისტი ნოემი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტრამპმა აღნიშნულ სტრატეგიული მნიშვნელობის თანამდებობაზე ახალი კანდიდატი წამოაყენა, რომელიც ოკლაჰომის შტატის რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინია.

შეგახსენებთ, კრისტი ნოემი დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო და ბოლო თვეების განმავლობაში მას მასობრივი დეპორტაციების საკითხი უნდა ეკონტროლებინა. თუმცა ნოემის მართვის სტილი ამერიკულ საზოგადოებაში კითხვებს აჩენდა. ეს უკანასკნელი წინა კვირის განმავლობაში სენატის წინაშე წარდგა და რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლების კრიტიკულ კითხვებს უპასუხა.

განსაკუთრებით მწვავე კრიტიკა მის მიმართ დეპარტამენტის ხარჯებისა და დეპორტაციების დროს სამართალდამცველთა გადაცდომებს მიემართებოდა.

„ის კარგად გვემსახურა და მრავალი და მნიშვნელოვანი მიღწევა ჰქონდა (განსაკუთრებით საზღვრებზე!)“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მდივნის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კრისტი ნოემი ამერიკების ფარის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას დაიკავებს. ეს კი, მისივე განმარტებით, ახალი უსაფრთხოების ინიციატივაა, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროზე კონცენტრირდება.

აშშ-ის მთავრობის რიგით მესამე ყველაზე დიდი დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი, როგორც აღვნიშნეთ, რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი იქნება. თანამდებობაზე დასანიშნად მის კანდიდატურას მხარისენატმა უნდა დაუჭიროს. მალინის მთავარი ამოცანაც დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის განხორციელება იქნება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.