უძრავი ქონების უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი - Forbes Global 2000

უძრავი ქონების უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი - Forbes Global 2000

ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი კომპანიის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. ყოველწლიურ რეიტინგში შემავალი კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით ფასდება: შემოსავალი, მოგება, აქტივების რაოდენობა და საბაზრო კაპიტალიზაცია.

მიმდინარე წლის სიაში შესული კომპანიების კოლექტიურმა შემოსავალმა $50.8 ტრილიონი, მოგებამ $.4.4 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ $231 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ $74 ტრილიონი შეადგინა. რეიტინგს 611 წარმომადგენლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელსაც მეორე ადგილზე, Global 2000-ის 346 კომპანიით ჩინეთი მოჰყვება. 2023 წლის რეიტინგს სათავეში ამერიკული საბანკო გიგანტი, JPMorgan-ი უდგას.

Forbes-ის Global 2000-ის 2023 წლის რეიტინგში შემავალ კომპანიებს შორის, მიუხედავად სექტორში არსებული პრობლემებისა, კომერციული უძრავი ქონების გიგანტებიც გვხვდებიან. საბროკერო ფირმა JLL-ის თანახმად, აშშ-ის უმსხვილეს ქალაქებში ოფისში სამუშაოდ სულ უფრო მცირე რაოდენობით ხალხი დადის, რის შედეგადაც 2023 წლის პირველ კვარტალში, აშშ-ის საოფისე სივრცეების რეკორდული რაოდენობა, 20% თავისუფალი დარჩა.

აღნიშნული ფაქტი სექტორში აქციების ვარდნაზე აისახა: 2022 წელს Dow Jones-ის აშშ-ის უძრავი ქონების ინდექსი 27%-ით დავარდა, შედარებით S&P 500-ის ინდექსთან, რომელიც 20%-ით დაეცა. პარალელურად ლიკვიდურობის კრიზისია ჩინეთში, სადაც MSCI China-ს უძრავი ქონების ინდექსი 2022 წელს 28%-ით დაეცა.

შედეგად, მიმდინარე წლის Global 2000-ის რეიტინგში უძრავი ქონების სფეროდან კომპანიების რაოდენობა გასული წლის 87-დან 71-მდე შემცირდა. მათ შორის არიან უძრავი ქონების დეველოპერები, სამშენებლო ფირმები და უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი (REIT). Forbes-ის წლევანდელ სიაში უძრავი ქონების ფირმების 40%-ზე მეტი (29 ფირმა) ჩინეთში ან ჰონგ-კონგშია დაფუძნებული, ჯამში 26 წარმომადგენელი კი სიაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს.

უძრავი ქონების უმსხვილესი კომპანია, ჩინეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კონგლომერატის ფირმა China Resources Land Limited-ია, რომელიც გლობალური რეიტინგის მხოლოდ 220-ე პოზიციას იკავებს. შტატების უმსხვილესი კომპანია რეიტინგში კი American Tower Corporation-ია (რეიტინგში 447-ე), REIT-ი, რომელიც 26 ქვეყანაში ოპერირებს და 226,000 ფიჭური ანძის ობიექტს ფლობს.

მსოფლიოს უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანიების რეიტინგი – Forbes Global 2000:

 

  1. China Resources Land- ჰონგ-კონგი (Global 2000-ში 220-ე)

შემოსავალი: $30.6 მილიარდი; მოგება:  $4.1 მილიარდი;

აქტივები:  $155.6 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $33.1 მილიარდი;

 

  1. China Vanke – ჩინეთი (228)

შემოსავალი: $75.6 მილიარდი; მოგება: $3.3 მილიარდი;

აქტივები: $253.7 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $18.4 მილიარდი;

 

  1. Poly Developments & Holdings Group – ჩინეთი (243)

შემოსავალი: $40 მილიარდი; მოგება: $2.7 მილიარდი;

აქტივები: $210.7 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $24.7 მილიარდი;

 

  1. Longfor Group Holdings – ჩინეთი (305)

შემოსავალი: $37 მილიარდი; მოგება: $3.57 მილიარდი;

აქტივები: $113.2 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $17 მილიარდი;

 

  1. American Tower – ამერიკის შეერთებული შტატები (447)

შემოსავალი: $10.8 მილიარდი; მოგება: $1.39 მილიარდი;

აქტივები: $66.8 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $91.69 მილიარდი;

 

  1. Sun Hung Kai Properties – ჰონგ-კონგი (459)

შემოსავალი: $8.33 მილიარდი; მოგება: $2.4 მილიარდი;

აქტივები: $102.7 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $40.8 მილიარდი;

 

  1. Prologis – ამერიკის შეერთებული შტატები (461)

შემოსავალი: $6.52 მილიარდი; მოგება: $2.68 მილიარდი;

აქტივები: $88.52 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $118.6 მილიარდი;

 

  1. Mitsui Fudosan – იაპონია (506)

შემოსავალი: $17.2 მილიარდი; მოგება: $1.5 მილიარდი;

აქტივები: $67 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $18.4 მილიარდი;

 

  1. China Merchants Shekou Industrial Zone Holdings – ჩინეთი (607)

შემოსავალი: $25.1 მილიარდი; მოგება:  $596.9 მილიონი;

აქტივები: $132.9 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $15.65 მილიარდი;

 

  1. CK Asset Holdings – ჰონგ-კონგი (612)

შემოსავალი: $7.29 მილიარდი; მოგება: $2.77 მილიარდი;

აქტივები: $65.96 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $21.3 მილიარდი;