მსოფლიოს უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი - Forbes Global 2000

მსოფლიოს უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი - Forbes Global 2000

ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი კომპანიის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. ყოველწლიურ რეიტინგში შემავალი კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით ფასდება: შემოსავალი, მოგება, აქტივების რაოდენობა და საბაზრო კაპიტალიზაცია.

მიმდინარე წლის სიაში შესული კომპანიების კოლექტიურმა შემოსავალმა $50.8 ტრილიონი, მოგებამ $.4.4 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ $231 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ $74 ტრილიონი შეადგინა. რეიტინგს 611 წარმომადგენლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელსაც მეორე ადგილზე, Global 2000-ის 346 კომპანიით ჩინეთი მოჰყვება. 2023 წლის რეიტინგს სათავეში ამერიკული საბანკო გიგანტი, JPMorgan-ი უდგას.

რამდენადაც ინვესტორები მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ახალ საბაზრო ეპოქასთან ადაპტირებას ახერხებენ, სადაზღვევო კომპანიები, უკანასკნელი თორმეტი თვის განმავლობაში, ფართო ბაზარს შედარებით ჩამორჩებიან.  მართალია, S&P Insurance Select Industry Index-მა გასულ წელს თითქმის 1% დაკარგა, ინდუსტრიის უმსხვილესმა წარმომადგენლებმა მაინც მოახერხეს როგორც მაღალი კაპიტალიზაციის, ასევე პოზიციების შენარჩუნება წლევანდელ Global 2000-ში – მაღალი ტარიფები ნიშნავს მეტ ფულს სადაზღვევოებისთვის.

2023 წლის Forbes Global 2000-ში ჯამში ასი სადაზღვევო კომპანია მოხვდა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან. გასულ წელთან შედარებით შვიდი პოზიციით დაწინაურდა და ინდუსტრიის პირველობა მოიპოვა ამერიკულმა გიგანტმა UnitedHealth Group-მა (Global 2000-ში მე-15), რომელმაც რეიტინგში მეცხრე ყველაზე მაღალი შემოსავალიც, $336 მილიარდი დააფიქსირა. თითქმის $500-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, UnitedHealth Group-ის წმინდა მოგებამ გასულ წელს $20 მილიარდი შეადგინა.

Global 2000-ში მე-16 და ინდუსტრიაში მეორე პოზიცია სადაზღვევო კომპანიების ჩინურმა გიგანტმა და გასული წლის რეიტინგის ლიდერმა, Ping An Insurance-მა დაიკავა. გასული თორმეტი თვის განმავლობაში Ping-ის შემოსავალმა $166 მილიარდი, მოგებამ კი $12 მილიარდი შეადგინა. ცნობისთვის, სადაზღვევო სერვისის გარდა, ჩინური კომპანია მომხმარებელს საბანკო, აქტივების მართვისა და ჯანდაცვის მომსახურებებს სთავაზობს.

გასული წლის მსგავსად, 2023 წლის უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიების ხუთეულს გერმანული Allianz-ი (37), ფრანგული AXA (48) და ჩინური Life Insurance-ი (62) ასრულებენ. ცნობისთვის, ფარმაცევტულ საცალო ვაჭრობად კლასიფიცირებულმა CVS-მა, რომლის მფლობელობაშიც სადაზღვევო კომპანია Aetna შედის, მიმდინარე წლის რეიტინგში 13 პოზიცია დაკარგა და 65-ე ადგილზე გადაინაცვლა.

მსოფლიოს უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი – Forbes Global 2000:

 

  1. UnitedHealth Group – ამერიკის შეერთებული შტატები (Global 2000-ში მე-15)

შემოსავალი: $335.9 მილიარდი; მოგება: $20.7 მილიარდი;

აქტივები: $283.68 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $460 მილიარდი;

 

  1. Ping An Insurance Group – ჩინეთი (16)

შემოსავალი: $166.4 მილიარდი; მოგება: $12.6 მილიარდი;

აქტივები: $1.6 ტრილიონი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $138.6 მილიარდი;

 

  1. Allianz – გერმანია (37)

შემოსავალი: $134.26 მილიარდი; მოგება: $7 მილიარდი;

აქტივები: 1.1 ტრილიონი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $95.5 მილიარდი;

 

  1. AXA Group – საფრანგეთი (48)

შემოსავალი: $110.9 მილიარდი; მოგება: $6.8 მილიარდი;

აქტივები: $701.3 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $70 მილიარდი;

 

  1. China Life Insurance – ჩინეთი (62)

შემოსავალი: $124.4 მილიარდი; მოგება: $4.87 მილიარდი;

აქტივები: $754.95 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $55.8 მილიარდი;

 

  1. Cigna – ამერიკის შეერთებული შტატები (68)

შემოსავალი: $182.8 მილიარდი; მოგება: $6.8 მილიარდი;

აქტივები: $142.7 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $77.5 მილიარდი;

 

  1. Elevance Health – ამერიკის შეერთებული შტატები (78)

შემოსავალი: $160.7 მილიარდი; მოგება: $6.2 მილიარდი;

აქტივები: $109 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $110 მილიარდი;

 

  1. Zurich Insurance Group – შვეიცარია (106)

შემოსავალი: $41.9 მილიარდი; მოგება: $4.6 მილიარდი;

აქტივები: $352 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $70.97 მილიარდი;

 

  1. Chubb – შვეიცარია (112)

შემოსავალი: $44.7 მილიარდი; მოგება: $5.2 მილიარდი;

აქტივები: $179.8 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $82.4 მილიარდი;

 

  1. Munich Re – გერმანია (114)

შემოსავალი: $79.5 მილიარდი; მოგება: $3.6 მილიარდი;

აქტივები: $324.8 ტრილიონი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $51.2 მილიარდი.