უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი ციფრული ვალუტა შექმნას. ახალი კანონმდებლობა, რომელიც ამავდროულად თანხვედრაში მოდის უკრაინის რეგულაციებსა და ევროკავშირის წესებთან, ასევე გაამკაცრებს ავტორიზაციის მოთხოვნებს გადახდის მომსახურების მიმწოდებლების კლიენტებისათვის.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მიზნად ისახავს გადახდების მომსახურების ბაზარი გახადოს უფრო თანამედროვე და შექმნას პერსპექტივები სამომავლო განვითარებისათვის. გარდა ამისა, იგი ხელს შეუწყობს ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და სიახლეების დანერგვის პროცესს.
კანონპროექტის ერთ-ერთი დებულება უკრაინის ეროვნულ ბანკს საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნის უფლებას ანიჭებს. საუბრები ციფრული გრივნას შექმნის შესახებ დიდი ხანია მიმდინარეობს. უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევის მიხედვით, ფინანსურ სექტორს სურს, ციფრულმა გრივნამ ხელი შეუწყოს გარიგებებს კრიპტოსივრცეში.
პრეზიდენტის ოფისის განმარტებით, უკრაინის ეროვნულ ბანკს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი სერვისების, ტექნოლოგიებისა და გადახდების სექტორში არსებული ინსტრუმენტების ეფექტიანობის შესამოწმებლად მარეგულირებელი ორგანოს შექმნაც შეეძლება. პლატფორმა ფინანსურ მარეგულირებელს საშუალებას მისცემს უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ინდუსტრიის სტარტაპებთან და უკეთ გააანალიზოს მათი საჭიროებები.
გარდა ამისა, ახალი კანონპროექტი უზრუნველყოფს საგადასახადო მომსახურების გამჭვირვალობას და გააძლიერებს მომხმარებელთა დაცვას. რისკების მენეჯმენტისათვის საგადასახადო ინდუსტრიის კომპანიებს უფრო მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. კიბერთაღლითობის სქემების თავიდან ასაცილებლად, ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიებს მოუწევთ მომხმარებელთა ავტორიზაციის გაძლიერებული პროცედურების დანერგვა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მუშაობს ციფრული ლარის პროექტზე.