უნცია ოქროს ფასმა $2,300-ს გადააჭარბა

უნცია ოქროს ფასმა $2,300-ს გადააჭარბა

მარტის თვეში დაფიქსირებული არაერთი რეკორდის შემდეგ, ოქროს ფასმა ახალ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ცოტა ხნის წინ ძვირფასი ლითონის ღირებულებამ უნციაზე $2,300-ს გადააჭარბა.

ექსპერტების განცხადებით, მისი გაძვირება საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინმა, ასევე არასტაბილურმა გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურ ვითარებამ განაპირობა – ასეთ დროს კი, ოქროზე, როგორც უსაფრთხო აქტივზე მოთხოვნა იმატებს და, შესაბამისად, მისი ფასიც იზრდება.

ხუთშაბათს უნცია ოქროს ფასი რეკორდულ მაჩვენებელს, $2,304.09-ს გაუტოლდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო, ძვირფასი ლითონის ღირებულებამ წლის განმავლობაში უნციაზე $2,600-ს მიაღწიოს.

პიკის დაფიქსირების შემდეგ, ოქროს ფასმა მცირედ იკლო და ძვირფასი ლითონი ამ დროისთვის $2,290-ზე ნაკლებად ივაჭრება.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ოქროს ფასი უნციაზე $2,000-ს მცირედ აღემატებოდა, 13-14 თებერვალს კი ამ ნიშნულსაც ჩამოსცდა. ღირებულების მკვეთრი ზრდა მარტის თვიდან დაიწყო და ამის შემდეგ არაერთი რეკორდი დამყარდა.