უორენ ბაფეტის ჰოლდინგის საოპერაციო მოგება I კვარტალში 12%-ით გაიზარდა

უორენ ბაფეტის ჰოლდინგის საოპერაციო მოგება I კვარტალში 12%-ით გაიზარდა

უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-მა 2023 წლის პირველ კვარტალში შემოსავლისა და მოგების ზრდის შესახებ განაცხადა. ჰოლდინგის ინფორმაციით, საოპერაციო მოგება, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 12%-ით გაიზარდა და 8.065 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

პირველ კვარტალში მოგების კუთხით გაკეთებული ნახტომი ნაწილობრივ Berkshire Hathaway-ის სადაზღვევო იმპერიაში დაბრუნებას უკავშირდება. კომპანიის სადაზღვევო ბიზნესში 2022 წლის პირველ კვარტალში 167 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლიდან, 2023 წლის ამავე კვარტალში 911 მილიონ დოლარამდე ზრდა დაფიქსირდა. სადაზღვევო ინვესტიციების შემოსავალი კი 1.17 მილიარდი აშშ დოლარიდან 1.97 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ Geico-მ, რომელიც Berkshire Hathaway-ს ეკუთვნის, წლის ბოლოს 1.9 მილიარდი დოლარის ზარალი დააფიქსირა, კონკურენტ Progressive-თან ბაზრის წილის დაკარგვის შემდეგ. ჯერჯერობით კი მისი მდგომარეობა უკეთესადაა, კომპანიამ პირველ კვარტალში 703 მილიონი აშშ დოლარის მოგების შესახებ განაცხადა.

თუმცა, Berkshire-ის ენერგეტიკული კომპანიისა და სატვირთო სარკინიგზო კომპანია BNSF-ის შემოსავლები წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით შემცირებულია.

აქვე აღსანიშნავია, რომ Berkshire-მა დაახლოებით 4.4 მილიარდი აშშ დოლარის აქციები შეისყიდა და მისი ფულადი სახსრები 2022 წლის მეოთხე კვარტალში 128 მილიარდი დოლარიდან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 130.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.