უზბეკეთმა აირიდან სითხედ გარდაქმნის პირველი ქარხანა აამოქმედა

უზბეკეთმა აირიდან სითხედ გარდაქმნის პირველი ქარხანა აამოქმედა

უზბეკეთმა თავისი პირველი, „აირიდან-სითხემდე“ ქარხანა აამოქმედა, $3.6-მილიარდიანი პროექტი, რომელიც შიდაწარმოების აირებიდან მნიშვნელოვან ელემენტებს ამოიღებს და ქვეყნის ნავთობპროდუქტების იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

UzGTL-ის ქარხანა სამხრეთ-დასავლეთ ქაშკადარიოს პროვინციაში მდებარეობს და ბუნებრივი აირიდან  წელიწადში 1.5 მილიონ ტონა ისეთ სინთეზურ თხევად საწვავს გამოიმუშავებს, როგორიცაა: ნავთი, დიზელი, თხევადი წარმოების ნავთობის გაზი და ნაფტა. გახსნის ცერემონიაზე უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა განაცხადა, რომ 2022 წლის პირველი კვარტლიდან UzGTL-ის ქარხანა $500 მილიონის ღირებულების აირს $1.5 მილიარდად შეფასებულ პროდუქტად გარდაქმნის, მომავალი წლის ბოლომდე კი ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდება.

პრეზიდენტმა ახალ ინოვაციურ ტექნოლოგიებზეც ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას საშუალებას აძლევს, დიზელის ან ნავთის წარმოება მათ საბაზრო ფასებზე დაყრდნობით გაზარდოს. უზბეკეთი ამ ეტაპზე $1 მილიარდის ღირებულების ნავთობისა და გაზის იმპორტს ახდენს. ქარხანა წელიწადში, ახლომდებარე Shurtan-ის გაზის საბადოდან და გადამმუშავებელი ქარხნიდან, 3.6 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, სადაც ხელისუფლებამ, მოპოვების გასამმაგებისთვის, ასევე ახალი პროექტი წამოიყო.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის Sasol-ი, რომელიც კატარში პირველი „აირიდან-სითხემდე“ ქარხნის მშენებლობაში მონაწილეობდა, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის წამყვან კომპანია Chevron-თან ერთად, UzGTL-ის ტექნოლოგიური პარტნიორი იყო.

 

ფოტო: REUTERS/Mukhammadsharif Mamatkulov

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *