ვინ არის ბროკერი?

ვინ არის ბროკერი?

ბროკერი (ინგლისურად Broker) არის შუამავალი მყიდველსა და გამყიდველს შორის, როდესაც გარიგება ეხება ფასიან ქაღალდებს, ვალუტას, დაზღვევას, კრედიტს და სხვა ფინანსურ პროდუქტებს. საქართველოში ტერმინი „ბროკერი“ ძირითადად გამოხატავს პირს, რომელიც დამქირავებლის სახელით ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ახორციელებს ან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას ეწევა. ბროკერი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი, ანუ საბროკერო კომპანია.

რადგან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა რთულია და სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს, ბაზრის მონაწილეებს ურჩევნიათ, გამოცდილი ბროკერები დაიქირაონ და, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, მათ ანდონ თავიანთი ფინანსები.