რა არის ოფერტი?

რა არის ოფერტი?

ოფერტი (ინგლისურად Offer) არის გარკვეული პირობებით გარიგების შესახებ წინადადების შეთავაზება. ოფერტი შეიძლება შეეხებოდეს საქონლისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვას, სესხის აღებას ან გაცემას, ნებისმიერ კომერციული შინაარსის კონტრაქტს და ა.შ. ძირითადად, ვაჭრობის ორგანიზატორი თავად ადგენს ოფერტის ფორმას და აუცილებელ მოთხოვნებს. ოფერტი შეთავაზებულად ითვლება, თუ წინადადების მიმცემი თანხმობის შემთხვევაში მზადაა, შეასრულოს თავისი წინადადება. წინადადების მიმცემს ოფერანტს უწოდებენ.

არსებობს წინაპირობებზე დაფუძნებული ოფერტი, როდესაც ოფერანტი გარკვეული პირობის შესრულებას ითხოვს საბოლოო შეთანხმებამდე. ასეთი ოფერტები გავრცელებულია უძრავი ქონებით ვაჭრობაში. მაგალითად, ოფერანტი აკეთებს განაცხადეს, რომ შეისყიდის სახლს, თუ შესყიდვამდე ამ სახლს მოეხსნება სასესხო ვალდებულება (იპოთეკა).