ვინ გამდიდრდა Anthropic-ის რეკორდული IPO-ს შედეგად?

ვინ გამდიდრდა Anthropic-ის რეკორდული IPO-ს შედეგად?

ფოტო: Reuters

 

Claude-ის შემქმნელი Anthropic-ის მიერ გუშინ განხორციელებული რეკორდული IPO წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიის ღირებულების თითქმის $2 ტრილიონამდე ზრდით ბევრი ადამიანი და ინსტიტუტი გამდიდრდა. Anthropic-ის დამფუძნებლებმა, აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებმა და ადრეულმა ინვესტორებმა გუშინდელი წარმატებული დებიუტით დიდი სარგებელი მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმდიდრე დიდწილად მხოლოდ „ქაღალდზე“ არსებობს და მასზე ვრცელდება ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა აქციების გაყიდვის აკრძალვის პერიოდები და აქციების გადაცემის პირობები, კომპანიის წარმატებით ბევრმა ადამიანმა იხეირა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ ადამიანების ქონების ზრდა Anthropic-ის აქციების ფასის ცვალებადობაზეცაა დამოკიდებული. თუმცა მიმდინარე ტენდენციით თუ ვიმსჯელებთ, კომპანია მომდევნო კვირების განმავლობაში ზრდას გააგრძელებს.

კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, Anthropic-ის თითქმის ყველა, 5,600, თანამშრომელი წარმატებული IPO-ს შემდეგ მილიონერი გახდა. მეტიც, SEC-ის დოკუმენტაციის თანახმად, უმრავლესობის ქონება $40 მილიონზე მეტი იქნება, 400 თანამშრომლის ქონების ღირებულება კი $100 მილიონს გადააჭარბებს.

გთავაზობთ ინფორმაციას იმ პირებისა და ფონდების ქონების შესახებ, რომლებიც, მათი აქტივებისა და საჯაროდ ცნობილი როლების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, სარგებელს მიიღებენ.

სახელიროლი კომპანიაშიდაახლოებითი ქონება IPO-ს გათვალისწინებით
დარიო ამოდეიAnthropic-ის თანადამფუძნებელი და CEO$20.07 მილიარდი
ტომ ბრაუნიAnthropic-ის თანადამფუძნებელი$20.00 ‌მილიარდი
სემ მაკქენდლიშიAnthropic-ის თანადამფუძნებელი და CTO$19.92 მილიარდი
ქრისტოფერ ოლაჰიAnthropic-ის თანადამფუძნებელი$19.90 მილიარდი
ჯეკ ქლერკიAnthropic-ის თანადამფუძნებელი$19.83 მილიარდი
ჯარედ კაპლანიAnthropic-ის თანადამფუძნებელი$19.83 მილიარდი
დანიელა ამოდეიAnthropic-ის თანადამფუძნებელი, პრეზიდენტი და ბორდის თავმჯდომარე$19.76 მილიარდი
კრიშნა რაოAnthropic-ის CFO$788.3 ​მილიონი
ეშტონ კაჩერისა და გაი ოუშერის ფონდი Sound Ventures-იინვესტორი$7.5 მილიარდი
დივეშ მაქანის, მაიკლ ანდერსისა და ჩად ბოდინგის ფონდი ICONIQ Capital-იინვესტორი$30 ⁠მილიარდი
ვას ნარასიმჰანიბორდის წევრი$14.6 მილიონი

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.