www.atsrili.ge - სოციალური კამპანია ვაქცინაციის ტემპების გასაზრდელად

www.atsrili.ge - სოციალური კამპანია ვაქცინაციის ტემპების გასაზრდელად

მარკეტინგული კომპანია Echolize-ის ინიციატივით, ვაქცინაციის ტემპების გასაზრდელად ახალი სოციალური კამპანია დაიწყო. კომპანიის ინიციატივით შეიქმნა ვებ-გვერდი www.atsrili.ge, სადაც ქართული ბრენდების შეთავაზებები და ფასდაკლებები განთავსდება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილი მოქალაქეებისათვის.

როგორც Echolize-ის განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანიის მიზანი აღნიშნული ინიციატივით ვაქცინაციის პროცესის მასტიმულირებელი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ქართული ბრენდების აქტივობა ჯაჭვური რეაქციით გადაეცემა სხვებსაც და სულ უფრო მეტი კომპანია ჩაერთვება სოციალურ კამპანიაში.

Echolize ქართულ კომპანიებსა და ბრენდებს ვებ გვერდზე ფასდაკლებებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის განთავსებას უფასოდ სთავაზობს. რაც შეეხებათ სრულად აცრილ მოქალაქეებს, მათ აღნიშნული ფასდაკლებებით სარგებლობა შესაბამისი მომსახურების არჩევისას საკუთარი კოვიდ აცრის საბუთის დახმარებით შეეძლებათ, რომელთაც კლინიკებში ვაქცინაციისას იძლევიან.

სოციალურ კამპანიას უკვე ათეულობით ქართული კომპანია შეუერთდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *