როგორ მოვხიბლოთ 30 წამში

წარმოიდგინეთ, გაქვთ ბიზნესიდეა და მისი განხორციელების რეალური გეგმა. ერთადერთი, რაც დაგრჩათ, საჭირო თანხის მოძიებაა. შედიხართ ლიფტში, სადაც პოტენციური ინვესტორი დაგემგზავრათ. ხვდებით, რომ მგზავრობის რამოდენიმე წამმა შესაძლოა სამუდამოდ შეცვალოს თქვენი ცხოვრება. რა ეტყვით მას? როგორ გამოიყენებთ ამ მცირე დროს იმისთვის, რომ მოაწონოთ თავი და რაც მთავარია, თქვენი იდეა?

"Elevator Pitch’"ტერმინია, რომელიც მსგავს სიტუაციას აღწერს. "ლიფტში ნახტომი" იმ წამიერ აღმასვლას გულისხმობს, როდესაც თქვენი ზუსტი, მოკლე და მიზანმიმართული საუბარი ხიბლავს დამსაქმებელს, ინვესტორს თუ ბიზნესპარტნიორს ისე, რომ თქვენ უალტერნატივო კანდიდატი ხდებით.

2004 წელს, ბარაკ ობამა, უცნობი, დაბალი რეიტინგის მქონე პრეზიდენტობის კანდიდატი მასშტაბური ტრიბუნის წინაშე წარსდგა. საუბრისთვის განკუთვნილ რამოდენიმე წუთში მან ,,ლიფტში ნახტომი’’ გააკეთა, თანაც ისეთი, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა, პირველად ქვეყნის ისტორიაში, აფროამერიკელი პრეზიდენტი აირჩიეს. პირველი, რაც ობამამ გააკეთა, აგრძნობინა მსმენელს, რომ ის მათი გუნდის ნაწილია: ,,მოდით სიმართლე ვთქვათ, ჩემი დგომა ამ სცენაზე ძალზედ უჩვეულოა’’- თქვა მან. ,,მამაჩემი უცხოელი სტუდენტი იყო, რომელიც დაიბადა და გაიზარდა კენიის პატარა სოფელში. მე ვიცი, რომ არსად, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, ჩემი ამ სცენაზე დგომა არ იქნებოდა შესაძლებელი’’ - ეს იყო წამები, რომესაც აშშ-ის მრავალმილიონიანი აუდიტორიის ყურადღება სრულად მიიპყრო ახალბედა კანდიდატმა. შემთხვევითი არ არის, რომ სწორად ისტორიისა თუ წინაპირობის თხრობით იწყება მომხიბვლელი საუბარი. იყო და არა იყო რა - ამ სიტყვებს ბავშობიდან ვისმენთ და გვაინტერესებს, რა იქნება შემდგომ. მომდევნო ეტაპზე, სცადეთ დასვათ შეკითხვა. შეკითხვა უნებლიედ უბიძგებს მსმენელს მეტად დაფიქრდეს იმ საკითხის შესახებ, რაზეც თქვენ საუბრობთ. მაგალითად, იმის მტკიცების ნაცვლად, რომ ,,ბოლო 4 წელია სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა’’, იკითხეთ ,,თვლით რომ გაუმჯობესდა სოციალური მდგომარეობა ბოლო 4 წელიწადში?’’ - მსმენელი აუცილებლად დაფიქრდება და მეტი ყურადღებით მოისმენს იმას, რასაც ამის შემდეგ იტყვით. შემდეგ, კი ზუსტად უნდა იცოდეთ, რა, რის შემდეგ თქვათ, რომ თითოეულმა წამმა თქვენს სასარგებლოდ იმუშაოს:

·         პირველი,რაც უნდა გააკეთოთ - გაამახვილეთ ყურადღება თემის აქტუალურობაზე. ის, რომ ეს საქმე თქვენი გატაცებაა, ჰობია, თქვენი პროფესიაა, ნაკლებად აინტერესებს ვინმეს. მთავარი, რაც ყველა ინვესტორსა თუ ბიზნეს პარტნიორს აინტერესებს, არის ის რომ შეთავაზებული ბიზნესიდეა დროული და აქტუალურია.

·         მეორე ნაბიჯი - თქვენი იდეაა, რომელიც ბიზნესს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. რა არის ინოვაციური, ახალი და გამორჩეული თქვენს იდეაში? ძალიან მოკლედ ისაუბრეთ ამის შესახებ.

·         მესამე - რა მიზანი აქვს თქვენს პროექტს და რამდენად ეფექტური დანახარჯით შეძლებთ მიზნების უმოკლეს დროში მიღწევას?

·         მეოთხე, რის შესახებაც უნდა ისაუბროთ- მარკეტინგული აქტივობებია. რამდენიმე წამში, ჩამოაყალიბეთ მარკეტინგული კონცეფცია და პოზიციონირების სტრატეგია, დაარწმუნეთ ინვესტორი, რომ კარგად იცით, როგორ გაყიდოთ თქვენი პროდუქტი

·         და ბოლოს, თქვით რა თანხა გჭირდებათ ფანდრაიზინგისთვის და რა საინვესტიციო მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ინვესტორს მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში.

დაარწმუნოთ მსმენელი, არ არის ადვილი. განსხვავდება პოტენციური აუდიტორია, რომელმაც შესაძლოა მოგისმინოთ, ამიტომ თვითბრენდინგის სტრატეგია მოამზადეთ წინასწარ. თქვენ ხომ არასდროს იცით, ვინ დაგემგზავრებათ ლიფტში.

ნინო ენუქიძე, ასოცირებული პროფესორი, ილიაუნის მართვის ინსტიტუტი.
 

წინა სტატია

სტრატეგიების რემიქსი
11 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ლეგენდარული SHELBY AC. COBRA–ს ისტორია
16 დეკემბერი, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა