CSR და დაინტერესებულ მხარეთა თეორია

მოგესალმებით, ვაგრძელებ ბლოგების სერიას CSR-ის შესახებ და დღეს გთავაზობთ ვიმსჯელოთ ვინ არიან კომპანიის მიმართ დაინტერესებული პირები (stakeholders), რომლებსაც კომპანიამ ანგარიში უნდა გაუწიოს და მათ მიმართ აწარმოოს სამართლიანი, გამჭვირვალე და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები.

დაინტერესებულ მხარეთა თეორია

1983 წელს დაინტერესებულ მხარეთა თეორია წარმოადგინა იან მიტროფმა თავის წიგნში Stakeholders of the Organizational Mind. შემდეგ Freeman-მა დაწერა წიგნი Strategic Management: A Stakeholder Approachდა ეცადა აეხსნა ვინ არიან დაინტერესებული მხარეები და ვისი ინტერესი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული კომპანიის მიერ. ტრადიციულად ითვლება, რომ კომპანიამ პირველ რიგში უნდა გაითვალისიწნოს დამფუძნებლების ინტერესები და მოუტანოს მათ მოგება. დაინტერესებულ მხარეთა თეორია კი პირიქით ამბობს, რომ სხვა მხარეებიც : თანამშრომლები , კლიენტები, მომწოდებლები, ადგილობრივი საზოგადოება, სამთავრობო ინსტიტუტები , პოლიტიკური ჯგუფები, სავაჭრო ასოციაციები არიან კომპანიის მიმართ დაინტერესებული მხარეები და მათ ინტერესებს და მოლოდინებსაც კომპანიამ უნდა გაუწიოს ანგარიში. და უფრო მეტიც, ზოგჯერ კონკურენტებსაც ამ ჭრილში მოიაზრებენ .

დავით ჩანდლერი თავის წიგნში „Stratategic Corporate Social Responsibility: Sustainable Value Creation “ გვთავაზობს დაინტერესებულ მხარეთა დაყოფას 3 ჯგუფად :

  1. ორგანიზაციულად დაინტერესებული მხარეები:
  • დირექტორები, თანამშრომლები,აღმასრულებლები;
  1. ეკონომიკურად დაინტერესებული მხარეები :
  • კლიენტები, კონკურენტები, კრედიტორები, მომწოდებელები/დისტრიბუტორები, დამფუძნებლები, გაერთიანებები;
  1. სოციალურად დაინტერესებული მხარეები :
  • გაერთიანებები , სამთავრობო ინსტიტუტები, მედია, სამოქალაქო ორგანიზაციები/ NGOs.

მეორე მხრივ, ზოგიერთი ავტორი აკრიტიკებს დაინტერესებულ მხარეთა თეორიას. მაგალითად, Charles Blattberg-ს მიაჩნია რომ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა ინტერესები უფრო ხშირად კონფლიქტში მოდის ვიდრე აბალანსებს ერთმანეთს . უკეთესი იქნება თუ ეს მხარეები აწარმოებენ დიალოგს, რომ გადაჭრან ინტერესთა კონფლიქტი. იგი გვთავაზობს „პატრიოტულ“ კომპანიის კონცეპციას, როგორც დაინტერესებულ მხარეთა თეორიის ალტერნატივას.

2013 წელს Mansell კიდევ უფრო შორს წავიდა და გამოაცხადა, რომ დაინტერესებულ მხარეთა თეორია უარყოფს იმ პრინციპებს რაზეც დაფუძნებულია საბაზრო ეკონომიკა.

ლელა ხოფერია თავის წიგნში „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო“ გვთავაზობს ახსნას რატომ არის დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია დადებითი შედეგების მომტანი კომპანიისთვის. ანუ თუ კომპანია განსაზღვრავს ვინ არიან მის მიმართ დაინტერესებული მხარეები, ანუ ისეთი სუბიექტები რომლებზეც კომპანიას პირდაპირი ან არაპრდაპირი გავლენა აქვს ან მათ აქვთ კომპანიაზე გავლენა,  ჩამოაყალიბებს მათთან კომუნიკაციის გეგმას და შეძლებს მათთან გამჭვირვალე კომპუნიკაციას, ასეთი ქმედებები საბოლოოდ კომპანიას მოუტანს სარგებელს. ეს სარგებელი შეიძლება გამოიხატოს შემდეგი სახით:

  • რისკების შემცირება -  ანუ შესაძლოა გარედან უფრო შესამჩნევი იყოს სხვადასხვა  რეალური საფრთხის შემცველი რისკი. დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა და ინფორმაციის გააზრება კომპანიას შესაძლებლობას აძლევს შემცირებულ იქნას ასეთი რისკი;
  • საქმიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობა - შესაძლებელია კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა სხვა თვალით დაანახონ კომპანიას დაინტერესებულ მხარეთა რომელიმე ჯგუფმა და ამით კომპანიამ მისი საქმიანობის ეფექტიანობა გაზარდოს;
  • სოციალური კაპიტალის ჩამოყალიბება - ანუ კოპმანიამ დადებითი იმიჯი შეიქმნას საზოგადოებაში;
  • ინოვაციების დანერგვა - ახალი იდეების მოწოდება შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს კომპანიისთვის და  სიახლეები დანერგოს.

ამას გარდა, ხშირად მისაუბრია სხვადასხვა კომპანიის CSR მენეჯერებთან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გაიზარდა გაყიდვები იმ დროს, როცა მიმდინარეობდა რომელიმე CSR კამპანია, ან გაიზარდა კომპანიის მიმართ პოზიტიურად განწყობილ ადამიანთა რიცხვი. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ გარდა იმ საზოგადოებრივი თუ გარემოსდაცვითი სიკეთისა, რასაც კომპანია CSR-ით ქმნის, თავადაც იღებს სხვადასხვა სიკეთეს - მარტო  პოზიტიური რეპუტაცია რად ღირს, სხვა სიკეთეებს რომ თავი დავანებოთ.

CSR კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

წინა სტატია

რა არის CSR?
01 სექტემბერი, 2017

შემდეგი სტატია

ბიზნესი საზოგადოებაში - ახალი მოდელები
08 სექტემბერი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა