HORECA - ახალი მზარდი ბიზნესსექტორი

ბლოგის დაწერა “ჰორეკას” შესახებ ჩემი სტუდენტის საბაკალავრო ნაშრომმა მაიძულა. ნაშრომში მოყვანილი კვლევის მიხედვით, ტერმინი ჰო-რე-კა საქართველოში გამოკითხულ რესპოდენტთა მხოლოდ 6%-ს ჰქონდა გაგონილი, თუმცა აბრევიატურის განმარტება მათაც უჭირდათ. ჰორეკა-HoReCa (hotel/restaurant/café) ეს არის ბიზნესის სახეობა, რომელიც აერთიანებს საკვების დამამზადებელ ინდუსტრიას, ასევე იმ დაწესებულებებს, სადაც ხდება საკვებითა და სასმელებით გამასპინძლება. აბრევიატურა ჰორეკა  ჰოლანდიური წარმოშობისაა და განიმარტება როგორც - ბიზნესი რესტორნების, სასტუმროების და კვების ინდუსტრიის შესახებ. ამ სიტყვამ ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო ბიზნეს ბაზარზე. ბიზნესის ეს სექტორი დღესდღეობით ყველაზე მზარდია ევროპაში და მნიშვნელოვანი ელემენტია ევროკავშირის ეკონომიკისთვის. 2004 წლის მონაცემებით ჰორეკაში დასაქმებული ადამიანების ოდენობა 7.8 მილიონს აღემატებოდა ევროპაში, ხოლო მოგება 338 მილიარდზე მეტი იყო. ამ სფეროში სამსახურები ძირითადად დროებითია, არარეგულარული საათებით, დაბალი ანაზღაურებით და კარიერის ნაკლები პერსპექტივით. ჰორეკაში დასაქმებულთა ძირითადი წილი ახალგაზრდებზე მოდის.  2009 წლის მონაცემებით, სექტორი წარმოდგენილია საშუალო და მცირე საწარმოებით, რომელთაგან 90%-ს ათზე ნაკლები თანამშრომელი ყავს, რის გამოც მცირე საწარმოს კატეგორიაში ხვდება. 2010 წელს ინდუსტრიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა თითქმის 9.4 მილიონს შეადგენდა, მათგან 55% ქალები იყვნენ, რაც ევროპაში საერთო დასაქმებულთა მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია. ჰორეკას დასაქმების პროპორცია EU27-ში 4.4%-ია, რაც 2007 წლის მონაცემებთან შედარებით 0.2%-იანი ზრდაა. 2008 წლის კრიზისის დროსაც კი ამ ინდუსტრიაში 200,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

საინტერესოა რა ხდება ამ მხრივ საქართველოში. იგივე კვლევის მიხედვით, ამ შემთხვევაში კი გამოკითხულ ექსპერტთა მოსაზრებით, საქართველოში ჰორეკას სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია და  ყოველწლიურად იხვეწება, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობენ სპეციალისტები, რომლებსაც კონკრეტულად ამ მიმართულებით აქვთ მიღებული განათლება და შეძლებდნენ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და გამოცდილების გაზიარებას. ის მენეჯერები კი,  რომლებიც სხვადასხვა საფეხურზე მართავენ სასტუმროებს თუ რესტორნებს, დაწინაურდნენ დაბალი პოზიციიდან და მათი განვითარება ხდებოდა მუდმივი ტრენინგებით. აღსანიშნავია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობენ ჰორეკას მენეჯერები საქართველოში, ეს სფერო მაინც ვითარდება, რაც ხდება საკმაოდ ძვირადღირებული ტრენერების მოწვევით, რომლებიც უტარებენ მასტერკლასებს ტოპ მენეჯერებს. საქართველოში არცერთ აკადემიურ საფეხურზე არ ისწავლება ეს პროფესია, არ ხდება ყურადღების გამახვილება ამ მიმართულებით, მიუხედავად  დასაქმების და განვითარების მაღალი პოტენციალისა. ამ მხრივ, მცირე  ნაბიჯებია გადადგმული რამდენიმე უნივერსიტეტის მიერ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

 

 

 

 

 

წინა სტატია

კონკურენციის ხელოვნება
20 ივნისი, 2014

შემდეგი სტატია

5 მოგებიანი არჩევანი ბიზნესის დაწყებისთვის
25 ივნისი, 2014
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა