Google -ის პროექტი გეოთერმული ენერგიის შესაძლებლობას ადასტურებს

როდესაც ადამიანები ალტერნატიულ ენერგიაზე საუბრობენ, ისინი, როგორც წესი, ქარისა და მზის ენერგიის ათვისებასთან დაკავშირებული პროექტების შესაძლებლობებს განიხილავენ. არასწორად ნუ გამიგებთ - ამ ტექნოლოგიების დიდ პოტენციალზე არავინ დაობს, მაგრამ ხშირად განხილვის გარეშე რჩება გეოთერმული ენერგიის ფართო შესაძლებლობები. იგულისხმება ბუნებრივი სითბოს გამოყენება მიწის ზედაპირის ქვეშ ელექტროენერგიის წარმოსაქმენელად. ამ ენერგიის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოების ერთ-ერთ ყველაზე სუფთა, მდგრად საშუალებად მიიჩნევა. მას სივრცის ეფექტურობის თვალსაზრისითაც მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე თუნდაც ქარის ელექტროსადგურს.

რაღა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერი ბუნებრივი რესურსის გამოყენებისას, ჩნდება კითხვა, სად ჯობია აშენდეს გეოთერმული ელექტროსადგური? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სამხრეთის მეთოდური უნივერსიტეტის მკვლევარებმა (რომელთაც google.org აფინანსებთ) მონაცემები 35 000-ზე მეტი ვებგვერდიდან შეაგროვეს, რათა აშშ-ში გეოთერმული შესაძლებლობების სრული სურათის შესახებ შეექმნათ წარმოდგენა. როგორი იყო მათი დასკვნები? გეოთერმული ენერგიის გამოსამუშავებლად უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, რომლის გამოყენება თავისუფლად შეიძლება დღეს უკვე არსებული ტექნოლოგიების გვერდით. ამ ინფორმაციის გადამოწმება ნებისმიერ თქვენგანს თავადვე შეუძლია: თუ არ დაიზარებთ, Google Earth -ს ესტუმრებით და საკუთარ შეკითხვას ატვირთავთ.

რამდენია ეს ენერგია?- იკითხავთ თქვენ. მკვლევარები თავიანთ შეფასებებს თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებზე დაყრდნობით აკეთებენ - არავითარი აბსტრაქტული ჰიპოთეზები! როგორც ირკვევა, აშშ-ის ზედაპირის ქვევით სამი მილიონი მეგავატი პოტენციური გეოთერმული ენერგიაა. ეს ათჯერ აღემატება იმ ენერგიას, რომელსაც დღეს აშშ-ის ნებისმიერი ქვანახშირის სადგური ფლობს.
ეს არის არსებულთან შედარებით ბევრად უფრო სუფთა ენერგიის უზარმაზარი პოტენციალი!

 

წინა სტატია

საქველმოქმედო სამეწარმეო საქმიანობა Facebook -ზე
07 დეკემბერი, 2011

შემდეგი სტატია

Nintendo 3DS ცვლის სამყაროს
07 დეკემბერი, 2011
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
რა გვითხრა კრისტინ ლაგარდმა
ახალი ამბები ქართულად | მაი, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა