ალფა არქიტექტურა ქმნის მიზიდულობის ცენტრებს – 10-წლიანი გამოცდილება, 25-ზე მეტი დეველოპერი, 1 000 000 კვ.მ-ზე მეტი დაპროექტებული ფართობი

ალფა არქიტექტურა ქმნის მიზიდულობის ცენტრებს – 10-წლიანი გამოცდილება, 25-ზე მეტი დეველოპერი, 1 000 000 კვ.მ-ზე მეტი დაპროექტებული ფართობი

ყოველი პროექტი იწყება ერთი მთავარი კითხვით – როგორ შეიძლება კონკრეტულ ლოკაციაზე, არსებული ქალაქგეგმარებითი პირობების გათვალისწინებით, შეიქმნას საუკეთესო არქიტექტურული გადაწყვეტა.

„ალფა არქიტექტურის“ მიზანია არა მხოლოდ ფუნქციური და ესთეტიკურად გამორჩეული შენობების შექმნა, არამედ ისეთი სივრცეების ფორმირება, რომლებიც ქალაქის ახალ მიზიდულობის ცენტრებად და მის იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა.

მიზიდულობის ცენტრები შემთხვევით არ ჩნდება. მათ საფუძველში ყოველთვის დგას იდეა, რომელიც არქიტექტურას მხოლოდ ფიზიკურ ობიექტად არ განიხილავს. როდესაც სივრცე სწორად პასუხობს ადამიანს, გარემოს, სოციალურ ურთიერთობებსა და ყოველდღიურ გამოცდილებას, ის იწყებს უფრო დიდი როლის შესრულებას, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული ფუნქციის უზრუნველყოფაა.

ყველა ქალაქს აქვს ადგილები, სადაც ადამიანები ბუნებრივად იკრიბებიან – მოედნები, ბულვარები, სანაპიროები, კულტურული სივრცეები ან შენობები, რომლებმაც თავდაპირველი ფუნქციის საზღვრებს გადააბიჯეს და ქალაქის ყოველდღიურობის ნაწილად იქცნენ.

Alpha Architecture-ისთვის პროექტის კეთების დროს მთავარი ამოცანა სწორედ ასეთი ადგილების შექმნაა. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე არქიტექტურა უნდა ქმნიდეს არა მხოლოდ შენობებს, არამედ ურბანულ მიზიდულობის ცენტრებს, სივრცეებს, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს და ქალაქის განვითარების ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

დღეს „ალფა არქიტექტურის“ მიერ დაპროექტებული ობიექტების სამშენებლო პროცესი 25-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს, რაც კომპანიის გამოცდილებასა და განხორციელებული პროექტების მასშტაბს ადასტურებს.

წარმატებული არქიტექტურა არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ ეკონომიკურ, სოციალურ და ურბანულ ღირებულებასაც ქმნის, ის ქმნის მიზიდულობის ცენრებს.

S