18 უსაფრთხო SUV საოჯახო მოგზაურობისთვის - 2026 წლის სია

18 უსაფრთხო SUV საოჯახო მოგზაურობისთვის - 2026 წლის სია

Photo Credits to Michael Simari / Car and Driver

ზაფხული მოგზაურობების სეზონია – და ოჯახური გასვლებისთვის ავტომობილის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს გზებზე ყოველწლიურად ავტოავარიებში 1.19 მილიონამდე ადამიანი იღუპება. საქართველოში კი, სადაც გზებზე ვითარება ხშირად რთულია, სწორი ავტომობილის არჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სწორედ ამიტომ ყოველწლიურად IIHS,  სატრანსპორტო გზების უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტი, აქვეყნებს Top Safety Pick სიას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საერთაშორისოდ აღიარებული ავტომობილების უსაფრთხოების რეიტინგი. რანჟირების კრიტერიუმები მოიცავს ავარიისგან დაცვას, წინა ავტომატური დამუხრუჭების სისტემას და ფარების ხარისხს.

მინივენები სიაში არ არიან

2026 წელს განახლებული გვერდითი შეჯახების ტესტის შედეგად პოპულარული მინივენები Chrysler Pacifica, Honda Odyssey და Toyota Sienna სიაში ვერ მოხვდნენ: უკანა სავარძლების დაცვა არასაკმარისი აღმოჩნდა.

„სამწუხაროა, რომ მინივენები, სწორედ საოჯახო ავტომობილები, ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ”, – განმარტავს IIHS-ის პრეზიდენტი დევიდ ჰარქი.

ელექტრონული SUV-ები განსაკუთრებულ ფოკუსში

წელს IIHS-მა ოთხი სრულად ელექტრონული SUV გამოყო: Hyundai Ioniq 9, Kia EV9, Rivian R1S და Volvo EX90 – მათთვის, ვისთვისაც უსაფრთხოებასთან ერთად გარემოზე ზრუნვა და საწვავის ეკონომიაა მნიშვნელოვანი.

შეფასება

IIHS-ის უსაფრთხოების სისტემაში გამარჯვებულის ორი წოდება არსებობს. TSP (Top Safety Pick) მიენიჭა ავტომობილს, რომელმაც მაღალი შეფასება მიიღო წინა და გვერდითი შეჯახების ტესტებში, კარგი ან მისაღები შეფასება ფარების ხარისხსა და ქვეითად მოსიარულესთან შეჯახების თავიდან აცილებაში, ასევე სტანდარტულ კომპლექტაციაში უნდა ჰქონდეს წინა ავტომატური დამუხრუჭების სისტემა. TSP+ (Top Safety Pick Plus) კი უმაღლესი წოდებაა – მის მოსაპოვებლად TSP-ის ყველა მოთხოვნის გარდა დამატებით საჭიროა კარგი შეფასება ქვეითთა დაცვაში ან მანქანა-მანქანის შეჯახების ტესტში. მარტივად რომ ვთქვათ: TSP ნიშნავს „უსაფრთხოა”, TSP+ კი – „განსაკუთრებით უსაფრთხოა”.

2026 წლის 18 უსაფრთხო სამრიგიანი SUV

მოდელი

სტატუსი

Audi Q7

TSP

Buick Enclave

TSP

Ford Explorer

TSP

Genesis GV80

TSP+

Hyundai Ioniq 9

TSP+

Hyundai Santa Fe

TSP+

Kia EV9

TSP+

Kia Sorento

TSP+

Infiniti QX60

TSP+

Infiniti QX80

TSP

Mazda CX-90

TSP+

Nissan Armada

TSP

Nissan Pathfinder

TSP+

Rivian R1S

TSP+

Subaru Ascent

TSP+

Volkswagen Atlas

TSP

Volvo EX90

TSP+

Volvo XC90/XC90 PHEV

TSP

წყარო: IIHS