ბიონსე მუსიკალურ ინდუსტრიაში შემოსავლების თვალსაზრისით ნამდვილი მონარქია. 2017 წელს მისმა დაუბეგრავმა შემოსავალმა $105 მილიონი შეადგინა. რა თქმა უნდა, ბიონსე ერთადერთი მუსიკოსი როდია, რომელსაც ასეთი დიდი შემოსავალი აქვს. ტეილორ სვიფტით დაწყებული და ბარბრა სტრეიზანდით დამთავრებული, მუსიკალურ ინდუსტრიაში ბევრი ქალი მოღვაწეობს, რომელთა შემოსავალი ათობით მილიონს აჭარბებს. გაიგეთ, რომელი მუსიკოსი ქალები მოხვდნენ ჩვენს ტოპ-ათეულში:
10. ბარბრა სტრეიზანდი – $30 მილიონი
შტამბეჭდავი ციფრია, განსაკუთრებით 75 წლის ასაკის მუსიკოსისათვის. გასულ წელს ბარბრა სტრეიზანდმა 14 შოუში მიიღო მონაწილეობა და მისმა დაუბეგრავმა შემოსავალმა $46 მილიონი შეადგინა. თავისი კარიერის მანძილზე სხვადასხვა მუსიკალური ტურნეთი მუსიკოსმა ასობით მილიონი მოხვეჭა. სტრეიზანდი ერთადერთია მუსიკის ისტორიაში, რომლის ალბომის რეიტინგიც ექვსი ათწლეულის მანძილზე პირველ ადგილს ინარჩუნებს. მის უახლოეს გეგმებში შედის “ნეტფლიქსის” სპეციალური შოუ ბარბრას მონაწილეობით: მუსიკა… მოგონებები… მაგია!
9. კეიტი პერი – $33 მილიონი
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საანგარიშო პერიოდში კეიტი პერის მუსიკალური ტურნე არ ჩაუტარებია, მან გამოუშვა ახალი ალბომი სახელწოდებით WITNESS-ი და მილიონობით დოლარი გამოიმუშავა სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობით. მალე კეიტი პერი ამერიკული “ნიჭიერის” ჟიურიშიც მოგვევლინება, საიდანაც მისი ყოველწლიური შემოსავალი ათობით მილიონი დოლარი იქნება, ხოლო შემოდგომას მისი ტურნე იწყება, რაც ასევე დიდი ალბათობით მუსიკოსს ბევრ ფულს მოუტანს.
8. ბრიტნი სპირსი – $34 მილიონი
საჯარო სკანდალმა ცნობილი ჰიტის Toxic-ის მომღერალი ათწლეულით ჩამოაშორა სცენას. სამაგიეროდ ახლა ლას-ვეგასში დამკვიდრებული ბრიტნი სპირსი ღამის კონცერტებიდან ექვსნიშნა ჰონორარს იღებს. ამ ზაფხულს სპირსმა მუსიკალური ტურნე Piece of Me დაიწყო, რომელიც 2017 წლის ბოლოსათვის დასრულდება.
7. რიანა – $36 მილიონი
ბარბადოსის მკვიდრი რიანა შემოსავლის დიდ ნაწილს მუსიკალური ტურნეებიდან გამოიმუშავებს. წელს მან, ატლანტით დაწყებული და ციურიხით დამთავრებული, უამრავი არენა გაავსო მაყურებლით. რიანამ ასევე მონაწილეობა მიიღო შოუ Bates Motel-ში, სადაც მას თავისი სამსახიობო ნიჭის გამოვლენის საშუალება მიეცა. Puma-ს კრეატიული დირექტორობითა და Samsung-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობით მომღერალი დამატებით მილიონებს გამოიმუშავებს. წელს რიანამ საკუთარი კოსმეტიკური ხაზიც გამოუშვა სახელწოდებით Fenty Beauty.
6. დოლი პარტონი – $37 მილიონი
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ქანთრის დედოფალი 71 წლის არის, ტურნეების თვალსაზრისით, დოლი პარტონი თავისზე ბევრად ახალგაზრდა ვარსკვლავებს ტოლს არ უდებს და ასობით ათასს გამოიმუშავებს თითოეულ ქალაქში გამართული კონცერტიდან, ხოლო მთლიანი ტურნე ჯამში 63 ქალაქს მოიცავს. კონცერტებიდან მიღებული ჰონორარითა და Dollywood-ის საოჯახო გასართობი პარკის შემოსავლით, დოლი პარტონმა რიანა და კეიტი პერიც კი უკან მოიტოვა.
5. ჯენიფერ ლოპესი – $38 მილიონი
ჯენი ახალ შოუს მასპინძლობს სახელწოდებით “ცეკვის სამყარო” (World of Dance), სადაც თავად ჟიურის წევრიც არის და აღმასრულებელი პროდიუსერიც. თუმცა დროს საკუთარი კონცერტებისათვისაც ყოველთვის პოულობს. ლას-ვეგასის ცნობილ საკონცერტო დარბაზში Planet Hollywood-ში გამართული თითოეული გამოსვლისთვის მას ექვსნიშნა ჰონორარს უხდიან, რასაც ემატება ძალზე მოგებიანი სარეკლამო კონტრაქტები ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა, მაგალითად, L’Oreal-ი.
4. სელინ დიონი – $42 მილიონი
2016 წლის იანვარში, ლეგენდარულმა მომღერალმა პაუზა აიღო, მაგრამ სელინ დიონი უკვე დაუბრუნდა სცენას და აგრძელებს თავის ძალზე მოგებიან საკონცერტო კარიერას ლას�-ვეგასის საკონცერტო დარბაზებში. მომღერალი წელიწადში დაახლოებით 70 კონცერტს მართავს სახელგანთქმულ ცეზარის დარბაზში. 2016 წელს კონცერტებიდან მიღებულმა დაუბეგრავმა შემოსავალმა $27 მილიონი შეადგინა.
3. ტეილორ სვიფტი – $44 მილიონი
მიუხედავად იმისა, რომ წელს ტეილორ სვიფტის შემოსავალი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მისი რეკორდული ტურნე “1989”-ის, მომღერალი მაინც ინარჩუნებს პოზიციას ტოპ-სამეულში. 2017-ში, გამოვიდა მისი ახალი ალბომი Reputation-ი, რომელიც უკვე ბესტსელერად დასახელდა. თვალი ადევნეთ და თავად დარწმუნდებით, რომ მომავალ წელს მომღერლის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
2. ადელი – $69 მილიონი
ამ სუპერვარსკვლავმა წელს საუკეთესო ალბომისათვის გრემი მოიპოვა და მალევე ეს ჯილდო ბიონსეს გაუყო, თუმცა შემოსავალი მაინც მთლიანად მას დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე იგი უარს ამბობს სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობაზე, 2011 წლის შემდეგ ადელი არ წყვეტს თავის მუსიკალურ ტურნეებს, საიდანაც იგი თითოეულ ქალაქში გამართული კონცერტიდან შვიდნიშნა ჰონორარს იღებს.
1. ბიონსე – $105 მილიონი
გასულ წელს გამოსული მისი ალბომი Lemonade-ი ჰიტად იყო აღიარებული როგორც ფანების, ასევე კრიტიკოსების მიერ. Lemonade-ი მომღერლის რიგით მეექვსე No.1 სოლო-ალბომი გახდა. ტურნემ სახელწოდებით Formation World Tour, რომელიც 2016 წლის ბოლოს დასრულდა, მომღერალს მეოთხედი მილიარდი დოლარი მოუტანა. წელს ბიონსეს და მის მეუღლე ჯეიზის ტყუპები: რუმი და სირი შეეძინათ.