ცუკერბერგის ქონება ერთ საათში $5.1 მილიარდით შემცირდა

ცუკერბერგის ქონება ერთ საათში $5.1 მილიარდით შემცირდა

2018 წლის 19 მარტი 2012 წლის შემდეგ Facebook-ისთვის ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. სოციალური ქსელის აქციების ფასი ორშაბათს 6.7%-ით შემცირდა.

მიზეზად, Facebook-ის ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია დასახელდა, რომლის მიხედვითაც სოციალური ქსელი 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებისას მომხმარებლების პირად ინფორმაციას დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ კომპანიას აწვდიდა. ამან კი ყველაზე მეტად კომპანიის დამფუძნებელი დააზარლა. მარკ ცუკერბერგის ქონება Forbes-ის მიხედვით, ერთ საათში $5.1 მილიარდით შემცირდა.

ცუკერბერგი ამჟამად Facebook-ის აქციების 16%-ს ფლობს, მისი ქონება კი $69.3 მილიარდია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.