2018 წელს კომერციული ბანკების მოგებამ 915 მილიონი ლარი შეადგინა

2018 წელს კომერციული ბანკების მოგებამ 915 მილიონი ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ (მოგების გადასახადის შემდეგ მოგება) 915 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 45 მლნ ლარით (5.2%-ით) მეტია. 2017 წელს ბანკების წმინდა მოგება 870 მლნ ლარი იყო. კონკრეტულად 2018 წლის ბოლო თვეში – დეკემბერში, ბანკების მოგებამ 119 მლნ ლარი შეადგინა. 2017 წლის დეკემბერში ბანკებმა 153 მლნ ლარის მოგება ნახეს.

2018 წელს მოგების გადასახადის სახით ბანკებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 123 მლნ ლარი გადაიხადეს.

2018 წელს ბანკების ჯამურმა შემოსავალმა 4.2 მილიარდი ლარი შეადგინდა, რომლის 79% საპროცენტო შემოსავლებზე, ხოლო 21% არასაპროცენტო შემოსავლებზე მოდის.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *