2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 10.2 მილიარდი ლარით გაიზარდა

2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 10.2 მილიარდი ლარით გაიზარდა

2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 10.2 მილიარდი ლარით გაიზარდა და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 30.9 მილიარდი ლარი შეადგენა. 2020 წლისთვის პროგნოზირებულ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით ვალი 62.5%-ია. 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 41.9% იყო.

სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2019 წლის ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 16.5 მილიარდი ლარი იყო, 2020 წლის ბოლოს კი 24.7 მილიარდი ლარი შეადგინა. 2020 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი 1.8 მილიარდი დოლარით (8.2 მილიარდი ლარით, ლარის კურსის ცვლილების გათვალისწინებით) გაიზარდა.

საშინაო ვალი კი 2020 წელს 2 მილიარდი ლარით გაიზარდა და 6.2 მილიარდი ლარი შეადგინა.

გრაფიკი: საქართველოს სახელმწიფო ვალი

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.