2021 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, AstraZeneca-ს შემოსავალი $275 მილიონია

2021 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, AstraZeneca-ს შემოსავალი $275 მილიონია

პარასკევს AstraZeneca-ის მწარმოებლებმა ვაქცინის გაყიდვების შესახებ ფინანსური დეტალები საჯაროდ წარადგინეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მწარმოებლები საჯაროდ საუბრობენ შემოსავლებზე. ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვაქცინის გაყიდვებმა $275 მილიონს მიაღწია. კომპანიის მთლიანი შემოსავლები 11%-ითაა გაზრდილი.

შეგახსნებთ, რომ AstraZeneca ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დასაწყისშივე განაცხადა COVID-19-ის ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 23 ნოემბერს ოქსფორდმა და AstraZeneca-მ ვაქცინის ცდის წარმატების შესახებ განაცხადეს.

დღეისთვის AstraZeneca-ის 68 მილიონი დოზაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით  გაგზავნილი. ვაქცინის გაყიდვებმა ევროპაში $224 მილიონი შეადგინა, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე – $43 მილიონი.

AstraZeneca-ის აღმასრულებელი დირექტორის, პასკალ სორიოტის განცხადებით, ვაქცინის მწარმოებლები კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას ელიან. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია საკუთარი შემოსავლების გაზრდას პანდემიის დროს მიღებული გაყიდვებით არ ცდილობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *