საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.8%-ით გაიზარდა. ცვლილება, ძირითადად, განაპირობა მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.6%-იანმა ზრდამ, რამაც 0.66 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 13.3%-ითაა გაზრდილი. ამ შემთხვევაში ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 29.5%-იანი მატებით და სამშენებლო მასალების 7.6%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 6.65 და 4.35 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
