◼ ყდაზე: ურყევი პრინციპები
1989 წლიდან „ანაგმა“ საქართველოს მშენებლობის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი გამოიარა. 400+ პროექტისა და 1-მილიარდიანი ბრუნვის მიღწევის შემდეგ, ირაკლი გოგოლიშვილი გეგმავს, ქვეყნის სამშენებლო ლიდერი რეგიონულ მოთამაშედ გარდაქმნას.
რედაქტორის სვეტი
◼ ღია კარის კაცი | ავტორი: შოთა დიღმელაშვილი, მთავარი რედაქტორი
თემურ უგულავა, მეწარმე, რომელმაც საბჭოთა საქართველოს ნანგრევები ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ და სტუმართმოყვარე სივრცეებად აქცია, 22 ივნისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. თემურ უგულავა გამორჩეული არ ყოფილა იმით, თუ როგორ გამდიდრდა, მაგრამ გამოირჩეოდა იმით, რაც ამ სიმდიდრით შექმნა.
LEADERBOARD
◼ მწვანეთა მოედანი
წლევანდელ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი სიახლე ვიხილეთ. ტურნირის 96-წლიან ისტორიაში პირველად მასში 48 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ეს ასევე პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო, რომელიც სამ ქვეყანაში (აშშ, კანადა და მექსიკა), რეკორდულ 16 ქალაქში გაიმართა.
ასევე, ეს იყო პირველი ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღო ფეხბურთელმა $2-მილიარდიანი კარიერული შემოსავლით: კრიშტიანუ რონალდუმ, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 41 წლის კაპიტანმა.
◼ სოციალური მედიის სტუდიის ბოსი
სანამ ჰოლივუდი ირყევა, დჰარ მანი ციფრული დისტრიბუციისთვის შექმნილ სასცენარო კონტენტს იღებს, რომელიც მილიარდობით ნახვასა და ათობით მილიონ სარეკლამო დოლარს იზიდავს. მისი სოციალური არხები 160 მილიონ გამომწერს აერთიანებს, ხოლო შემოსავალი $65 მილიონს აღწევს.
◼ ყველაზე მოგებიანი სამშენებლო კომპანიები
საქართველოს შრომის ბაზრისთვის სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვანია, სადაც 122.6 ათასი ადამიანია დასაქმებული. ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში სექტორს 12.1%-იანი წილი უჭირავს. წარმოგიდგენთ 2020-2024 წლების მოგების მარჟის მიხედვით ათ ყველაზე მოგებიან დეველოპერულ კომპანიას.
◼ ტოპ-10: უძრავი ქონების მმართველი უმსხვილესი კომპანიები
საქართველოში უძრავი ქონების სექტორი ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და მისი წილი მთლიან ეკონომიკაში საშუალოდ 9.5%-ია. 2024 წლის ბოლო მონაცემებით, სექტორში ყველაზე მსხვილი ათი კომპანიის ჯამური ღირებულება ₾2.7 მილიარდი იყო.
◼ 10 უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი
2026 წელს სატრანსპორტო და კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე ₾1.8 მილიარდის დახარჯვაა დაგეგმილი. ამ თანხის თითქმის 58% მხოლოდ ათ პროექტზე מოდის, რომელთა შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მკვეთრად დომინირებს.
მოსაზრება
◼ ვისთვის მზადდება სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგება? | ავტორი: ვახტანგ ცაბაძე
რამდენად სწორია, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ყველა მსხვილი საწარმო ფინანსურ ანგარიშგებას კვლავ ფასს-ის (IFRS) საფუძველზე ამზადებდეს? თუ სახელმწიფო საწარმოს მთავარი ფუნქცია არა მოგების მიღება, არამედ საზოგადოებრივი სერვისის მიწოდებაა, ანგარიშგების ფილოსოფია IPSAS-ის სტანდარტებსა და „მომსახურების პოტენციალის“ კონცეფციას უნდა დაეყრდნოს.
◼ რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
მშენებლობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები საქართველოს ეკონომიკის 17.3%-ს ქმნის. საცხოვრებელი ქონება 2020 წელთან შედარებით 62%-ით გაძვირდა, მშენებლობის დანახარჯები კი 2022 წლის დასაწყისიდან 27%-ით გაიზარდა. რას უნდა მოველოდეთ სექტორში, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა?
სტრატეგია
◼ სწრაფი ზოლი | ავტორი: კეტრინ შვაბი
აეროპორტის უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტების დაპყრობის შემდეგ, Clear-ის მილიარდერ აღმასრულებელ დირექტორს, კერინ საიდმენ ბეკერს, თქვენი ბიომეტრიის გამოყენება ექიმთან ვიზიტების, ბეისბოლის თამაშებისა და თქვენი ცხოვრების დანარჩენი ნაწილის გასახსნელად სურს.
ანტრეპრენერი
◼ BERLIN CALLING | ავტორი: ანტონ კოკაია
ბერლინში ნულიდან დაწყებული GEGIDZE დღეს ჰოლდინგია, რომელიც ათამდე კომპანიას მოიცავს და 30 ბაზარზე 1,500-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. 35 წლის ვაკო გეგიძე ქართული ტალანტის ექსპორტიდან – ფინანსურ სერვისებში გაფართოებას გეგმავს, სადაც ზრდის წესებს მის გარდა, რეგულატორები ადგენენ.
ტექნოლოგიები
◼ როცა ნაკლები – მეტია | ავტორი: დავით ცირამუა
თორნიკე ასათიანმა შექმნა ონლაინ-რეპეტიტორობის პლატფორმა, რომელსაც უკვე 50 ქვეყანაში იყენებენ და ჯამურმა შემოსავალმა $5 მილიონს მიაღწია. ახლა ის ცდილობს, AI რეპეტიტორ Emma-ს საშუალებით თითო გაკვეთილის ფასი 50-ჯერ შეამციროს, რათა მილიონობით მოსწავლის გლობალური ბაზარი გახსნას.
ტენდენცია
◼ რატომ არ მუშაობს ამერიკა ემიგრანტების გარეშე? | ავტორები: ჰაკომო ღონინი და ლუისა პროლი
აშშ-ის ეკონომიკური მანქანის უკან იმიგრანტების უდიდესი შრომა დგას. დემოგრაფიული ცვლილებებისა და სამუშაო ძალის დეფიციტის ფონზე, საკვანძო ინდუსტრიების ფუნქციონირება უცხოური სამუშაო ძალის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
პარტნიორის კონტენტი
◼ ქართული ცემენტის საუკუნე | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
ქართული ცემენტის 100-წლიან ისტორიაში „ჰანიველ ცემენტი“ ბაზრის ლიდერად ჩამოყალიბდა – ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციით, საწარმოო ქსელით მთელი ქვეყნის მასშტაბით და ახალი გაფართოების გეგმებით. კომპანიის დირექტორის, დავით ჯუღაშვილის ხედვით, ინდუსტრიის მომდევნო ეტაპს მეტი სიმძლავრე, ენერგოეფექტურობა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა განსაზღვრავს.
◼ თბილისის პულსი
ივიცა ლოვრიჩმა კარიერა სასტუმროს მიმღების ღამის ცვლაში მუშაობით დაიწყო. დღეს კი აღმოსავლეთ ევროპაში პირველ Radisson RED-ს მართავს. Radisson RED Tbilisi-ის გენერალურმა მენეჯერმა ფოსტის ისტორიული შენობა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თავშეყრის ადგილად აქცია
◼ ბათუმის ახალი ტემპი
ზღვისპირა ქალაქი უძრავი ქონებისა და ტურიზმის ბუმის ახალ ტალღას ეგებება. დეველოპერული პროექტების მასშტაბი და ინვესტორთა ინტერესი აჭარის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნას აჩქარებს.
◼ სიმშვიდე დიდ ქალაქში
თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების კონცეფცია იცვლება: ურბანული ქაოსიდან ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ფუნქციურად სრულყოფილ საცხოვრებელ გარემოზე გადასვლა დღეს დეველოპმენტის მთავარი მოთხოვნაა.
◼ რეპუტაციის მშენებლები
სამშენებლო ინდუსტრიაში ხარისხი და ნდობა მთავარი ვალუტაა. როგორ ახერხებენ წამყვანი ქართული კომპანიები საერთაშორისო ISO სტანდარტების დანერგვასა და პარტნიორული რეპუტაციის შენარჩუნებას.
◼ საინვესტიციო მიზიდულობის ახალი ცენტრი
საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველობას ინარჩუნებს. სექტორის დინამიკა, საგადასახადო შეღავათები და მაღალი უკუგების ინდექსი ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

















