2024 წელს აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული მხატვრული ნამუშევრები

2024 წელს აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული მხატვრული ნამუშევრები

2024 წელს აუქციონებზე გაყიდული 100 ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუშის ჯამურმა ფასმა სულ რაღაც 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით 2023 წლის 2.4 მილიარდ დოლართან და 2022 წლის 4.1 მილიარდ დოლართან შედარებით.

გასულ წელს 100 მილიონ დოლარზე მეტად მხოლოდ ერთი მხატვრული ნამუშევარი – რენე მაგრიტის L’empire des lumières (1954) გაიყიდა. შარშან ამ ზღვარს ხელოვნების ორმა ნიმუშმა, 2022 წელს კი ექვსმა ნამუშევარმა გადააჭარბა.

მიუხედავად ამისა, 2024 წლის 50 ყველაზე ძვირად ღირებული ლოტიდან ოთხი მხატვარი ქალების ნამუშევარია – ლეონორა კერინგტონის, ჯორჯია ო’კიფისა და ჯოან მიტჩელის (ორი ნამუშევარი ტოპ-50-ში) – შარშანდელ სამთან შედარებით. მათ შორის გამოსარჩევია კერინგტონის Les Distractions de Dagobert (1945), რომელიც მაისში Sotheby’s-ის აუქციონზე $28.5 მილიონად გაიყიდა, რაც მხატვრისთვის ახალი რეკორდი იყო.

2024 წელს აუქციონებზე გაყიდული 10 ყველაზე ძვირად ღირებული მხატვრული ნამუშევარი

#1 რენე მაგრიტი, L’empire des lumières (1954)

$121,160,000

#2 ედ რუშეი, Standard Station, Ten-Cent Western Being Torn in Half (1964)

$68,260,000

#3 კლოდ მონე, Nymphéas (1914–17)

$65,500,000

#4 ჟან-მიშელ ბასკია, უსახელო (1982)

$46,479,000

#5 რენე მაგრიტი, L’ami intime (1958)

$42,123,969

#6 ენდი უორჰოლი, Flowers (1964)

$35,485,000

#7 კლოდ მონე, Meules à Giverny (1893)

$34,804,500

#8 ვინსენტ ვან გოგი, Coin de jardin avec papillons (1887)

$33,185,000

#9 მარკ როტკო, უსათაურო (1954)

$32,474,502

#10 ვინსენტ ვან გოგი, Les canots amarrés (1887)

$32,189,041

 

*ღირებულებაში შედის საკომისიო