2024 წლის ყველაზე მსხვილი გარიგებები

2024 წლის ყველაზე მსხვილი გარიგებები

Bain & Company-ის ბოლო ანგარიშში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გლობალური შერწყმებისა და შესყიდვების საერთო ღირებულება 2024 წელს, სავარაუდოდ, $3.5 ტრილიონს გაუტოლდება, რაც გასულ წელთან შედარებით 15%-იანი ზრდაა. თუმცა მაღალი ტარიფებისა და გამკაცრებული მარეგულირებელი წესების გამო, წლევანდელი გარიგებების ჯამი 2021 წლის პიკურ 6.1 ტრილიონს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

2024 წლის ყველაზე დიდი ტრანზაქცია მაისში, ExxonMobil-ის მიერ Pioneer Natural Resources-ის 64.5 მილიარდ აშშ დოლარად შეძენაა. მეორე ყველაზე მსხვილი გარიგება Mars-სა და Kellanova-ს შორის მოხდა, რომლის ღირებულებამაც $35.9 მილიარდი შეადგინა. მესამე ადგილზე კი Capital One-ის მიერ Discovery Financial-ის $35.3 მილიარდად შესყიდვაა. თუმცა ეს გარიგება, როგორც წელს დაანონსებული შესყიდვების დიდი ნაწილი, ჯერ დახურული არ არის.

2024 წელს გამოცხადებული ან დასრულებული 10 უმსხვილესი გარიგებიდან, ორი კერძო ინვესტიციას წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი რვა კორპორაციებს შორის გარიგებებია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ერთ-ერთი მსხვილი გარიგება დაიბლოკა, რომელიც სიაში მე-5 პოზიციას დაიკავებდა. აშშ-ის მარეგულირებელმა ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის გამო Albertson-ის მიერ, $25 მილიარდად, Kroger-ის შესყიდვაზე ნებართვა არ გასცა.

2024 წლის ყველაზე მსხვილი გარიგებები

1. ExxonMobil – Pioneer Natural Resources
$64.5 მილიარდი
ფოტო: JHVE
2. Mars – Kellanova
$35.9 მილიარდი
ფოტო: Jakub Porzycki/NurPhoto
3. Capital One – Discovery Financial
$35.3 მილიარდი
ფოტო: sharewise.com
4. Synopsys – Ansys
$35 მილიარდი
ფოტო: David Paul Morris/Bloomberg
5. Silver Lake – Endeavor
$25 მილიარდი
ფოტო: Johnny Milano/Bloomberg
6. Verizon – Frontier Communications
$19.6 მილიარდი
ფოტო: Bloomberg
7. Home Depot – SRS Distribution
$18.25 მილიარდი
ფოტო: Brandon Bell/Getty Images
8. Novo Holdings – Catalent
$16.5 მილიარდი
REUTERS/Yves Herman
9. ინვესტორების კონსორციუმი – Trust Insurance Holdings
$15.5 მილიარდი
ფოტო: theinsurer.com
10. Hewlett Packard Enterprise – Juniper Networks
$14 მილიარდი
ფოტო: Mark Felix/Bloomberg