3-4 თებერვალს ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია საქართველოს ეწვევა

3-4 თებერვალს ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია საქართველოს ეწვევა

3-4 თებერვალს ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მისიის მიზანია, შეაფასოს ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე არსებული სირთულეები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, განსაკუთრებით მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში.

ამისთვის, კონგრესის პრეზიდენტი მარკ კულსი, რეგიონების პალატის პრეზიდენტი სესილია დალმან ეეკი და ადგილობრივი თვითმმართველობის პალატის პრეზიდენტი ბერნდ ვოჰრინგერი, გენერალური მდივნის მატიე მორის თანხლებით, საქართველოს ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

„ეს ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებებისადმი, რომლებსაც ისინი ხვდებიან.

კონგრესის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მოსთხოვა მოსაზრება ვენეციის კომისიას საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებულ ცვლილებებზე, რამაც შესაძლოა შეასუსტოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული სისტემა და მხარი დაუჭიროს უმრავლესობას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.