30 30-წლამდელები: სუპერმაკავშირებლები

30 30-წლამდელები: სუპერმაკავშირებლები

შეინარჩუნეთ კავშირი პანდემიის დროს Forbes-ის 30 30-წლამდელთან ერთად, 30 სიტყვასა ან ნაკლებში.

აკაშ ნიგამი, 28 ევან როზენბაუმი, 28 ლოს- ანჯელესში დაარსებულ დუეტს ათიოდე აპლიკაცია უკვე შეექმნა, სანამ ხელოვნური ინტელექტის ავატარებზე გადაერთვებოდა, რომელთაც თქვენი მიბაძვა შეუძლიათ მიმოწერის სერვისებზე, მაგალითად, Facebook Messenger-სა და WhatsApp-ში. მილიონობით ავატარით, Genies-მა $40 მილიონი მოიზიდა.  

ჯო ტომასი, 30 ვინაი ჰაიარმეი, 28 შაჰედ ხანი, 25 თანადამფუძნებლები, LOOM Slack-ისა და Zoom-ის გზაჯვარედინზე: სანფრანცისკოს ყურის ოლქში მოღვაწე ტრიომ $73 მილიონი მოიზიდა პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რომელიც 5.5 მილიონ მომხმარებელს ვიდეოპრეზენტაციების ჩაწერისა და ჩატში მათი მყისვე გაზიარების საშუალებას აძლევს.  

არიელ პასტერნაკი, 29 ატარა ბერნსტაინი, 30 თანადამფუძნებლები, PINEAPPLE COLLABORATIVE მეგობრებმა ვაშინგტონის ფერმერთა ბაზრიდან თავიანთი კომუნალური სადილი 100,000-იან კომუნად აქციეს (90% ქალია, მათ რიცხვში, ვარსკვლავი შეფები, კრისტინა ტოსი და კარლა ჰოლი), რათა რეცეპტები გააზიარონ და კულინარიულ დემოებს უმასპინძლონ.  

ტაილერ ფო, 30 თანადამფუძნებელი, SUPERGREAT კრიმინალის გამომკვლევ აპლიკაცია Citizen-ის შექმნაში წვლილის შეტანის შემდეგ, ეს ნიუიორკელი მომხმარებელთა მიერ დაწერილ რეცენზიებს განკარგავს სილამაზისა და კანის მოვლის 150,000 პროდუქტის შესახებ. პანდემიისას საიტის მაყურებელთა რიცხვი გასამმაგებულია.  

ჰეილი ლეიბსონი, 26 სკოტ ვუ, 23 თანადამფუძნებლები, LUNCHCLUB დუეტმა $5 მილიონზე მეტი მოიზიდა ხელოვნური ინტელექტის სერვისის ჩასაშვებად, რომელიც, წარსული გამოცდილებისა და მიზნების გათვალისწინებით, ლანჩ- პაემნებისთვის (აწ უკვე ვირტუალურებისთვის, რომელთაც natch-ი ჰქვია) პროფესიონალებს (კვირაში ათასობით) ერთმანეთთან აკავშირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.