PayPal-ი ამერიკელ მომხმარებლებს სხვადასხვა კრიპტოვალუტით გადახდის უფლებას აძლევს

PayPal-ი ამერიკელ მომხმარებლებს სხვადასხვა კრიპტოვალუტით გადახდის უფლებას აძლევს

ონლაინგადახდების აპლიკაცია PayPal-ი ამერიკელ მომხმარებლებს ბიტკოინით, ეთერიუმითა და ლაიტკოინით გადახდის უფლებას აძლევს. მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში კომპანიამ ამერიკელ მომხმარებელს კრიპტოვალუტის ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობა მისცა, ახლა ის ბიტკოინის, ეთერიუმის, ლაიტკოინის ამერიკულ დოლარებში დამატებითი საკომისიოს გარეშე კონვერტაციის შესაძლებლობას იძლევა.

თუ მოვაჭრე არ აიღებს აშშ დოლარს, მაშინ PayPal-ი მის კონვერტაციას მოახდენს. ხოლო, თუ მომხმარებელს PayPal-ის საფულეში ბალანსზე საკმარისი რაოდენობის კრიპტოვალუტა არ ექნება, მაშინ ის ვერ შეძლებს გადახდას და აპლიკაციაში დაეწერება, რომ ყიდვა ვერ განხორციელდება. მომხმარებელი კრიპტობალანსის დანახვას ნებისმიერ კრიპტოვალუტაში შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ PayPal-ი უმსხვილესი გადახდის აპლიკაციაა, რომელიც კრიპტოვალუტას უჭერს მხარს. 2018 წელს მისმა კონკურენტმა Square-მაც დაუჭირა მხარი ბიტკოინის გამოყენებას, მაგრამ კრიპტოვალუტის როგორც გადახდის ფორმა PayPal-ს უფრო აქტიურად აქვს დანერგილი. PayPal-ის აქტიური ანგარიში 377 მილიონ მომხმარებელს აქვს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *