Xiaomi ელექტრომობილების წარმოებას იწყებს და ამ ბიზნესში $10 მილიარდის ინვესტირებას აპირებს

Xiaomi ელექტრომობილების წარმოებას იწყებს და ამ ბიზნესში $10 მილიარდის ინვესტირებას აპირებს

სმარტფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია Xiaomi ელექტრომობილების ბიზნესში მომდევნო 10 წლის მანძილზე $10 მილიარდის ინვესტირებას აპირებს. კომპანია ამ მიმართულებით თავისი ქოლგის ქვეშ ახალი კომპანიის დაარსებას გეგმავს, რომელშიც საწყის ეტაპზე დაახლოებით $1.52 მილიარდის ოდენობის თანხა ჩაიდება.

ავტოწარმოების მიმართულებასაც  Xiaomi-ის აღმასრულებელი ლეი ცზიუნი უხელმძღვანელებს.

„Xiaomi იმედოვნებს, რომ  მთელ მსოფლიოს ხარისხიან, ჭკვიან ელექტრომობილს შესთავაზებს“, – განაცხადეს კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯით ჩინური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე სმარტფონების მწარმოებელია, ჩინეთის მაღალკონკურენტულ ინდუსტრიაში შედის.

ჩინეთში ელექტრომობილებს უკვე აწარმოებს კომპანია Geely-ი, რომელსაც ამერიკელი მილიარდერი უორენ ბაფეტი უჭერს მხარს, ასევე ელექტრომობილებს აწარმოებენ Nio და Xpeng Motors-იც. უფრო მეტიც, ინტერნეტკომპანიებიც იწყებენ ჭკვიანი ელექტრომობილების წარმოებას, მათ შორისაა Baidu-ც, რომელმაც ავტომწარმოებელი კომპანია  იანვარში ჩაუშვა.

როგორც კვლევითი ორგანიზაცია Canalys-ი პროგნოზირებს, 2021 წლის ბოლომდე ჩინეთში 1.9 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდება, რაც გასულ წელთან შედარებით 51%-ით მეტია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *