რა არის ჰიპერინფლაცია?

რა არის ჰიპერინფლაცია?

ჰიპერინფლაცია (ინგლისურად hyperinflation) არის სამომხმარებლო საქონელზე და მომსახურებაზე ფასების სწრაფად ზრდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ჩვეულებრივი ინფლაციისგან განსხვავებით, ჰიპერინფლაციის დროს ფასები ყოველდღიურად იზრდება და ფასების ზრდაზე კონტროლი დაკარგულია. თუ ფასების ზრდა ყოველთვიურად ორნიშნაა, ასეთ სიტუაციას უკვე ჰიპერინფლაციას უწოდებენ. ასეთ დროს წლიურმა ინფლაციამ შესაძლოა, ათასობით პროცენტს მიაღწიოს.

ჰიპერინფლაცია ყოველთვის ქვეყნის ხელისუფლების ქმედებითაა გამოწვეული. ჰიპერინფლაცია ეროვნული ვალუტის ჭარბად ბეჭდვის შედეგად ვითარდება.

მსოფლიოს ჰიპერინფლაციის ბევრი შემთხვევა ახსოვს, მათ შორის – საქართველოში, როცა ფულის ერთეული კუპონი იყო. 1992 წელს საქართველოში ინფლაცია 1,200%-მდე იყო, 1993 წელს – 7,500%-მდე, 1994 წელს კი 6,500%-მდე. ბოლო წლებში ჰიპერინფლაცია იყო ვენესუელაში, სადაც 2018 წელს ინფლაცია 1,700,000%-მდე იყო.