რა არის აქციების პირველადი განთავსება (IPO)?

რა არის აქციების პირველადი განთავსება (IPO)?

აქციების პირველადი განთავსება (ინგლისურად Initial Public Offering (IPO)) არის კომპანიის მიერ აქციების პირველი საჯაროდ გაყიდვა. კომპანია აქციებს კაპიტალის გაზრდის მიზნით ყიდის. კაპიტალის ზრდა კი კომპანიის საქმიანობის გაფართოებას უწყობს ხელს. IPO-ს შემდეგ კომპანიას საჯარო კომპანიად მოიხსენიებენ. კერძოდან საჯარო კომპანიად გადაქცევის პროცესი უმნიშვნელოვანესი ეტაპია კომპანიის განვითარებაში და პირვანდელი ინვესტორების (რომლებსაც წილი IPO-მდე ჰქონდათ) აქტივების ზრდაში. აქციები საფონდო ბირჟაზე იყიდება და თუ IPO წარმატებით განხორციელდა, კომპანიის კაპიტალი მნიშვნელოვნად იზრდება და კომპანიას საბაზრო ფასი ედება, რასაც საბაზრო კაპიტალიზაციას უწოდებენ.

დღეს აქციების პირველადი განთავსების პროცესი საკმაოდ დარეგულირებულია მთავრობისა და საფონდო ბირჟების მიერ. კომპანია გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ აქციების პირველადი განთავსების უფლება მიეცეს. კომპანიები ამ საქმისთვის ბროკერებსა და საინვესტიციო ბანკებს ქირაობენ.

აქციების პირველადი განთავსებით ყველაზე მეტი თანხა – 25.6 მილიარდი აშშ დოლარი საუდის არაბეთის ნავთობის კომპანიამ „საუდი არამკომ“ მოიზიდა 2019 წელს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *