როიალტი (ინგლისურად Royalty) არის საფასური, რომელსაც ვიხდით სხვისი გარკვეული სახეობის საკუთრების გამოყენების უფლებისთვის, მათ შორის: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის, პატენტის, სავაჭრო ნიშნის, ნოუ ჰაუს და ა.შ. გამოყენებისთვის, სამრეწველო, სავაჭრო ან სამეცნიერო-კვლევითი მოწყობილობის გამოყენებისათვის, კინოფილმის, ვიდეოფილმის, ხმის ჩანაწერის ან ჩაწერის სხვა საშუალების გამოყენებისათვის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციის გამოყენებისათვის. მაგალითად, როაილტი არის, როდესაც კომპოზიტორს უხდიან თანხას მისი დაწერილი სიმღერის ტელევიზიაში, რადიოში, რესტორნებში და ა.შ. სხვადასხვა ადგილებში გამოყენებისთვის.
როიალტი გამოიანგარიშება, როგორც მთლიანი გაყიდვების პროცენტი, ასევე თითო ერთეულის როიალტი – ფიქსირებული თანხა თითო რეალიზებულ პროდუქტზე.
როიალტის სიდიდე განსხვავებულია ქვეყნების და კომპანიების მიხედვით, ანუ იმის მიხედვით, თუ ვინ ყიდის სარგებლობის უფლებას.