საქართველოს საგარეო ვალი 21.7 მილიარდი ლარია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

საქართველოს საგარეო ვალი 21.7 მილიარდი ლარია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 8.26 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 130 მილიონი დოლარით მეტია, თუმცა, დოლართან და ევროსთან ლარის გამყარების გამო ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვალის მოცულობა 21.7 მილიარდი ლარია, რაც წლიურად 3.9 მილიარდით არის შემცირებული.

საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ვისი ვალი აქვს საქართველოს – სტატისტიკა:

● ADB – 2.06 მილიარდი დოლარი;
● მსოფლიო ბანკის ჯგუფი – 1.97 მილიარდი დოლარი;
● EIB – 909 მილიონი დოლარი;
● საფრანგეთი (AFD) – 728 მილიონი დოლარი;
● გერმანია (KFW) – 623 მილიონი დოლარი;
● მთავრობის ევრობონდი – 500 მილიონი დოლარი;
● EBRD – 226 მილიონი დოლარი;
● AIIB – 194 მილიონი დოლარი;
● IMF (მთავრობა) – 194 მილიონი დოლარი;
● იაპონია – 151 მილიონი დოლარი;
● EU – 140 მილიონი დოლარი;
● IFAD – 37 მილიონი დოლარი;
● რუსეთი – 22 მილიონი დოლარი;
● ავსტრია – 14 მილიონი დოლარი;
● ქუვეითი – 12 მილიონი დოლარი;
● ამერიკის შეერთებული შტატები – 11 მილიონი დოლარი;
● CEB – 9 მილიონი დოლარი;
● თურქეთი – 6 მილიონი დოლარი;
● ყაზახეთი – 4 მილიონი დოლარი;
● აზერბაიჯანი – 3 მილიონი დოლარი;
● სომხეთი – 3 მილიონი დოლარი;
● ირანი – 2 მილიონი დოლარი;

ამასთანავე, საქართველოს მთავრობას გამოშვებული აქვს 500 მილიონი დოლარის ევრობონდი, ხოლო ეროვნულ ბანკს IMF-ის მიმართ 428 მილიონი დოლარი მართებს.