აქსელის საინვესტიციო შეხვედრა მეტავერსში

აქსელის საინვესტიციო შეხვედრა მეტავერსში

აქსელის, საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მორიგი საინვესტიციო შეხვედრა ამჯერად მეტავერსში ჩატარდება.

4 აპრილს, შერჩეული web3 სტარტაპები და ქსელის წევრი ქართველი და უცხოელი ინვესტორები ვირტუალურ სივრცეში, Spatial.io-ს მეტავერსში, სტარტაპ ერაივალის ტექნიკური მხარდაჭერით, ინვესტიციების განხორციელების მიზნით შეიკრიბებიან.

აქსელის წევრთა რაოდენობა იზრდება და მას არაერთი უცხოელი ანგელოზი ინვესტორი, თუ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი უერთდება. ქსელის წევრების ერთ სივრცეში გაერთიანებისთვის, აქსელი პირველად გამართავს საინვესტიციო შეხვედრას მეტავერსის ვირტუალურ სივრცეში.

აქსელის მიზანი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა “ჭკვიანი ფულის” ინვესტიციების ფასილიტაციით. ადრეულ ეტაპზე მყოფი, თუმცა სწრაფად მზარდი კომპანიების გასაცნობად, ქსელი ყოველთვიურად მართავს შეხვედრებს, რომლებზეც 4-5 წინასწარ შერჩეულ დამფუძნებელს იწვევს პრეზენტაციის გასაკეთებლად.

აქსელი 2021 წელს დაარსდა და უკვე აერთიანებს 75-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს, რომლებმაც დღემდე 9 სინდიცირებული ინვესტიცია განახორციელეს.

ქსელმა უკვე უმასპინძლა სამ საერთაშორისო სამიტს, რომელთა ფარგლებშიც, თბილისს 70-ზე მეტი ევროპელი ინვესტორი ეწვია. 2022 წლიდან კი აქსელი EBAN-ის (ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის) დირექტორთა საბჭოს წევრია.

 

თუ ხართ დაინტერესებული, აქსელს შეუერთდეთ როგორც ანგელოზი ინვესტორი, შეავსეთ ფორმა შემდეგი ბმულის გამოყენებით: https://axelnetwork.org/#rec325638032

თუ სტარტაპი ხართ და გსურთ მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება – შეავსეთ აპლიკაცია: https://app.dealum.com/…

შეიტყვეთ მეტი აქსელის შესახებ: www.axelnetwork.org

ღონისძიების პარტნიორები არიან: Grant Thornton, GEC Consulting, Entrepreneur Georgia, Medialab, Arrival Meta. S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *