როგორ გამოიყურება უორენ ბაფეტის ჰოლდინგის საინვესტიციო პორტფელი?

როგორ გამოიყურება უორენ ბაფეტის ჰოლდინგის საინვესტიციო პორტფელი?

ცოტა ხნის წინ, ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგმა Berkshire Hathaway-მ ენერგეტიკულ კომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიცია დამატებით $200 მილიონით გაზარდა. საინვესტიციო ჰოლდინგი ამჟამად ენერგოგიგანტის 23.5%-იან წილს ფლობს, რომლის ღირებულება 13 მილიარდ დოლარს აღწევს.

Berkshire-ის საინვესტიციო პორტფელში ამჟამად Occidental-ი რიგით მეექვსე ადგილს იკავებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ კომპანიას უორენ ბაფეტი და ჩარლი მანგერი საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიებისგან Berkshire-მა სპეციალური ნებართვა მიიღო, რომელიც საინვესტიციო ჰოლდინგს Occidental-ის 50%-იანი წილის შეძენის უფლებას აძლევს.

ბაფეტისა და მანგერის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა – ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $662-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეექვსე ადგილს იკავებს.

“ომაჰელი ორაკული“ ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ ბაფეტის ქონება $105 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მეექვსე ადგილს იკავებს.

ამჟამად Berkshire Hathaway-ს საინვესტიციო პორტფელი ასე გამოიყურება:

1. Apple | ღირებულება: $144.3 მლრდ | წილი: 5.8%
2. Bank of America | ღირებულება: $29.1 მლრდ | წილი: 12.9%
3. Chevron | ღირებულება: $26.7 მლრდ | წილი: 8.8%
4. Coca-Cola | ღირებულება: $24.6 მლრდ | წილი: 9.2%
5. American Express | ღირებულება: $24.1 მლრდ | წილი: 20.4%
6. Occidental Petroleum | ღირებულება: $13.0 მლრდ | წილი: 23.5%
7. Kraft Heinz | ღირებულება: $12.5 მლრდ | წილი: 26.6%
8. Moody’s | ღირებულება: $7.3 მლრდ | წილი: 13.5%
9. Activision-Blizzard | ღირებულება: $4.5 მლრდ | წილი: 6.7%
10. BYD | ღირებულება: $3.6 მლრდ | წილი: 11.9%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *