საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კერძო ფინანსური ინსტიტუტი, სიახლეების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის მანუალური პროცესების გასაციფრულებლად, ახალი პროდუქტი – ბიზნეს მენეჯერი შექმნა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გადახდების მენეჯერია. ეს პროდუქტი ბიზნესებს გადახდის არაერთი მეთოდის ონლაინ მოთხოვნის შესაძლებლობას სთავაზობს. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ საქართველოს ბანკმა პირველმა მისცა ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა, Apple Pay, Google Pay და სხვა მრავალფეროვან გადახდის მეთოდები, გადახდების მენეჯერის საშუალებით, ონლაინ, დამოუკიდებლად მოეთხოვათ.
საქართველოს ბანკის გადახდების მენეჯერი ერთიანი სივრცეა, სადაც ბიზნესებს შეუძლიათ, მარტივად აკონტროლონ არსებული გადახდების მეთოდები, გაეცნონ ანალიტიკას, შეადარონ გადახდების რაოდენობა ბარათების მიხედვით და სხვა. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, ონლაინ მოითხოვონ ისეთი გადახდის მეთოდები, როგორებიცაა: Google Pay, Apple Pay, ონლაინ გადახდები – BOG ავტორიზაციით გადახდა, ბარათით გადახდა, Plus და MR ქულებით გადახდა, ონლაინ განვადება და პირველი ფიზიკური ტერმინალიც კი. ეს სიახლე განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა იმ ბიზნესებისთვის, რომლებისთვისაც ციფრული გადახდის მარტივი და დაცული გზები პრიორიტეტია.
„საქართველოს ბანკის მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დროულად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და შევთავაზოთ ისეთი ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ბიზნეს პროცესების გამარტივებას. სწორედ ამ მიზნით, ბიზნეს მომხმარებლებს მორიგი ინოვაცია – გადახდის მეთოდების ონლაინ მოთხოვნა შევთავაზეთ. ჩვენ არ ვჩერდებით, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განვითარებას, მომხმარებლებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა თუ პროდუქტების შექმნას“, – განაცხადა ანა ქობალიამ, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ოუნერმა (Digital Product Owner)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკის მიერ ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მაც აღიარა და ელექტრონული ვაჭრობისთვის შექმნილი გადახდების მენეჯერის პლატფორმისთვის „ფინანსური სექტორის ინოვატორები – eCommerce-ის” კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა.
Apple Pay-ისა და სხვა ონლაინ გადახდებით სარგებლობისთვის და თქვენს ვებგვერდზე მათი დამატებისთვის შედით ბიზნეს მენეჯერში, მომხმარებლის იმ სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობთ ბიზნეს ინტერნეტბანკში.