Forbes Georgia | სექტემბერი, 2026

Forbes Georgia | სექტემბერი, 2026

სექტემბრის ნომერში იხილავთ:

◼ ყდაზე: უსასრულო სეზონი
მირიან ქათამაძე, გიორგი სვანიძე და Petra Group-ი საქართველოს ტურისტული ეკონომიკის ურთულეს ამოცანას, სეზონურობას, უახლესი ფორმულით პასუხობენ: $750 მილიონის ინვესტიციას დამატებული სამი კურორტი, მრავალი ბრენდი და ერთიანი მართვა. წაიკითხეთ სრულად

ფაქტი და კომენტარი

◼ ტაივანის დახმარებით აშშ-ს ვეხმარებით | ავტორი: სტივ ფორბსი, მთავარი რედაქტორი
რამდენიმე თვის წინ კონგრესმა ტაივანისთვის $14 მილიარდის შეიარაღების პაკეტი მიიღო, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა დაუყოვნებლივ უნდა მოაწეროს ხელი. ამის გაკეთების არგუმენტები სანდოობას, შეკავების ძალასა და სტრატეგიულ თანამიმდევრულობას ეფუძნება.

რედაქტორის სვეტი

◼ რას ამბობენ უმსხვილესი კომპანიები საქართველოს შესახებ? | ავტორი: შოთა დიღმელაშვილი, მთავარი რედაქტორი საქართველოს უმსხვილეს კომპანიათა ასეულის ჯამური ღირებულება 87 მილიარდ ლარს აღწევს, თუმცა ამ ღირებულების ნახევარზე მეტი პირველ 12 კომპანიაზე მოდის. რეიტინგი გვაჩვენებს, რა ტიპის ბიზნესებში აკუმულირდება კაპიტალი და რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ეკონომიკის ჯანსაღი განვითარებისთვის.

LEADERBOARD

◼ 2026-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოდკასტერები
ჯეი შეტის მსგავსი შოუების ბაზარზე სტრიმინგის სერვისების შემოსვლით, პოდკასტერს, ტელეწამყვანსა და ინტერნეტკრეატორს შორის ზღვარი არასდროს ყოფილა ასეთი ბუნდოვანი, ხოლო ანაზღაურება – ასეთი დიდი.
რეიტინგის სათავეში პირველ ადგილს ჯო როგანი იკავებს $82 მილიონით იკავებს.

◼ ახალი მილიარდერი 
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისა და Inter Miami-ში გადასვლის შემდეგ, 39 წლის ლიონელ მესი მილიარდერთა კლუბს შეუერთდა — მისი წმინდა ქონება $1.1 მილიარდს შეადგენს.

◼ ყველაზე მოგებიანი ტურისტული სააგენტოები 
საქართველოში საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული ნაკადების მართვაში მთავარი როლი ტურისტულ სააგენტოებს აკისრიათ.
წარმოგიდგენთ 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლებისა და მოგების მარჟის მიხედვით ყველაზე მომგებიან სააგენტოებს.

◼ ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში სტუმრობენ 
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 3.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა.
ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 74% სწორედ პირველ ათეულზე მოდის, სადაც ლიდერ პოზიციებს რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და ევროკავშირის ქვეყნები იკავებენ.

მიმოხილვა

◼ მომავალი ვიზიტორი საქართველოში მხოლოდ ტურისტულად აღარ ჩამოვა | ავტორი: მაია სიდამონიძე
ტურიზმის წარმატებას წლების განმავლობაში მხოლოდ ვიზიტორთა რაოდენობით ვზომავდით, თუმცა დღეს სამოგზაურო ქცევა იცვლება.
თანამედროვე მოგზაური ირჩევს ცხოვრების სტილს (lifestyle competition), Workation-ს, Slow Travel-სა და Wellness-ს, რაც საქართველოსთვის ახალი, მაღალი ღირებულების ეკონომიკური მოდელის შექმნის შესაძლებლობაა.

◼ მეტი სასტუმრო, ნაკლები ზრდა: საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორი ციფრებში | ავტორი: ბესო ნამჩავაძე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორმა 2025 წელს 3.7 მილიარდი ლარის დამატებული ღირებულება შექმნა. მიუხედავად ნომინალური ზრდისა და სასტუმროების რაოდენობის 2,783-მდე გაზრდისა, პანდემიამდელ რეალურ მაჩვენებლებს სექტორი მხოლოდ მიმდინარე წელს უბრუნდება, რაც უცხოური ინვესტიციების ნაკლებობითა და მაღალი ინფლაციითაა განპირობებული.

ანტრეპრენიორები

◼ უსასრულო სეზონი | ავტორი: ანა გელაშვილი
მირიან ქათამაძე, გიორგი სვანიძე და Petra Group-ი საქართველოს ტურისტული ეკონომიკის ურთულეს ამოცანას, სეზონურობას, უახლესი ფორმულით პასუხობენ: $750 მილიონის ინვესტიციას დამატებული სამი კურორტი (ციხისძირი, გუდაური, ბორჯომი), მრავალი საერთაშორისო ბრენდი (Accor, Valor Hospitality, MayaBay) და ერთიანი მართვა.

სტრატეგია

◼ ლისაბონის ბრილიანტი | ავტორი: შოთა დიღმელაშვილი


სალომე გორგილაძემ თავისი რისკიანი ჩანაფიქრი პორტუგალიის ტურისტულ მაგნიტად (SUD Lisboa) აქცია და, შედეგად, ოთხ ქვეყანაში მოქმედი 20-სასტუმროიანი ჯგუფის, SANA-ს სათავეში მოექცა.
გეგმაში საქართველოს წარსული და მომავალი იკვეთება: ქეთევან დედოფლის ფრესკის შემნახველი Graça ლისაბონში და პორტფელის გაფართოება სამშობლოში.

რეიტინგი

◼ საქართველოს უმსხვილესი კომპანიები და მათი მფლობელები | მთავარი რედაქტორი: შოთა დიღმელაშვილი; კვლევის ხელმძღვანელი: ეგნატე შამუგია; რეპორტიორი: ანტონ კოკაია
საქართველოში რეგისტრირებული 90 ათასი კომპანიიდან პირველ ასეულში წარმოდგენილი ბიზნესების ჯამური შეფასება 86.6 მილიარდ ლარს აღწევს.
რეიტინგი დეტალურად გვიჩვენებს, თუ ვინ ფლობს ქვეყნის 100 ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიას და რომელ სექტორებში გროვდება ყველაზე მეტი კორპორაციული ღირებულება.

ტენდენცია

◼ ჩრდილოვანი IPO ბაზარი | ავტორი: შეგი ლიუ
ჩვეულებრივ ინვესტორებს ახლა უკვე შეუძლიათ შეიძინონ OpenAI-ის, Anthropic-ისა და SpaceX-ის კერძო აქციები — ყოველ შემთხვევაში, ფიქრობენ, რომ შეუძლიათ.
თუმცა მათსა და IPO-ს სიმდიდრეებს შორის შავბნელი შუამავლების გაუმჭვირვალე ქსელია გაბმული, რომელთაგან თითოეული მოუთმენლად ელის თავის წილს.

გამოძიება

◼ დიდი რუსული სუპერიახტების ფიასკო | ავტორი: ჯაკომო ტონინი
ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთის მთავრობებმა თითქმის ორი ათეული სუპერიახტა მიითვისეს ოლიგარქების დასასჯელად.
ოთხი წლის შემდეგ ეს პიარ-ნაბიჯი ეკონომიკურ საშინელებად იქცა: იახტები ნავმისადგომებში ლპება, ხოლო მათი მოვლა გადასახადის გადამხდელებს ათობით მილიონი უჯდებათ.

პარტნიორის კონტენტი

◼ ინვესტიცია ადამიანებში
AI-ის ეპოქაში გიორგი მარიამიძის ფსონი ტექნოლოგიაზე კი არა, მისი სწორად გამოყენების მცოდნე ადამიანებზეა. 6,000-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, მის მიერ დაფუძნებული Skillwill-ი ახალ პროფესიულ პროგრამებს ქმნის, ბიზნესებს AI-ის დანერგვაში ეხმარება და ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ფართოვდება.

◼ ესთეტიკური მედიცინის ამერიკული სტანდარტი ქართველი პროფესიონალებისგან
თბილისში შექმნილი ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „ანტურაჟი“ საერთაშორისო გაფართოებისთვის ემზადება: ბაია კონდრატიევასა და Nurse Practitioner-ის ლიცენზიის მქონე თეა ბრომბერგის პარტნიორობით, ბრენდის პირველი უცხოური სივრცე ნიუ-იორკში გაიხსნება.

◼ როდესაც ხარისხი მასშტაბზე მნიშვნელოვანია: ბუტიკური პროექტი ძველ ბათუმში
როგორ უნდა აშენდეს ახალი შენობა ძველ ბათუმში ისე, რომ ისტორიულ გარემოს არ დაუპირისპირდეს? Admiral Residence-ი ამ კითხვას ხუთსართულიანი, მხოლოდ 13-ბინიანი ბუტიკური პროექტით პასუხობს, სადაც მასშტაბზე წინ არქიტექტურული ხარისხი და ყოველდღიური კომფორტი დგას.

◼ თანამედროვე ცხოვრების სტანდარტი თბილისის ისტორიულ გარემოში
თბილისის ისტორიულ ცენტრში ახალი პროექტის შექმნა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. „მთაწმინდა პანორამის“ პროექტის ხელმძღვანელი სანდრო ჩხაიძე პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე მხოლოდ 21 აპარტამენტზე გათვლილ კომპლექსს ავითარებს, სადაც მთავარი აქცენტი პრივატულობასა და 360-გრადუსიან ხედებზე კეთდება.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი