თიბისიმ უცხოურ კომპანიებს ტექნოლოგიებში გამოცდილება გაუზიარა

თიბისიმ უცხოურ კომპანიებს ტექნოლოგიებში გამოცდილება გაუზიარა

საერთაშორისო დისტრუბუტორული კომპანია Bakotech-ის მეშვეობით თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ტექნოლოგიების მიმართულებით შეხვედრა ჩატარდა. თიბისიმ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ კომპანიებს – ABB, Kapital Bank-ი, Uni Ban-ი და Bakotech-ი, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ტექნოლოგიური პროცესებისა და პროცედურების მიმართულებით.

სესიას გაუძღვა იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე, სადაც მთავარი თემა იყო თვალსაჩინოება და მონიტორინგი დეცენტრალიზებულ ორგანიზაციულ წყობაში. შეხვედრაზე მოსულ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფრო ახლოდან გასცნობოდნენ უკვე არსებულ დანერგილ სტანდარტებსა და პროცესებს. მათი შეფასებით სესიაზე პრაქტიკული ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც შემდეგ სამუშაო პროცესში გამოადგებათ.

„ჩვენთვის, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიისთვის რეგიონში, მნიშვნელოვანია სხვა ორგანიზაციებისთვის ცოდნის გაზიარება, რადგან ერთის მხრივ, გვეძლევა შესაძლებლობა გავუკეთოთ ჩვენს განვლილ გზას ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობები დავინახოთ, მეორეს მხრივ, გავამდიდროთ ტექნოლოგიური ბაზარი ახალი გამოცდილებით.„ ამბობს იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორი.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ტექკომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ცოდნის გაზიარების დროს კი განვითარება და წინსვლა. S