მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, გუშინ კიდევ უფრო გამდიდრდა. ამის მიზეზი კი Tesla-ს აქციების ფასის მკვეთრი ზრდაა, რაც ელექტრომობილების მწარმოებლის მიერ კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა.
გუშინ Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 22%-ით გაიზარდა, რაც 2013 წლის 9 მაისის შემდეგ კომპანიის მიერ ერთ დღეში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. ინვესტორების განწყობაზე დადებითად აისახა ის, რომ III კვარტალში Tesla-მ $2.51 მილიარდის წმინდა შემოსავალი მიიღო, ანალიტიკოსები კი $2.01-ს მილიარდს ვარაუდობდნენ.
კვარტალური ანგარიშის თანახმად, ზედიზედ ოთხჯერ უარყოფითი შედეგების დაფიქსირების შემდეგ, კომპანიამ გაყიდვებისა და წმინდა შემოსავლის კუთხით 8%-იანი წლიური ზრდა დააფიქსირა.
ამის პარალელურად, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ 2025 წელს ელექტრომობილების მიწოდება 30%-მდე გაიზრდება.
Tesla-ს აქციების ფასის ზრდის წყალობით, გუშინ მასკის ქონებას 26.4 მილიარდი აშშ დოლარი შეემატა. Forbes-ის დათვლებით, ის ამჟამად $269.8 მილიარდის ქონებას ფლობს.