დეკემბერში ფულადი გზავნილები 8.2%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

დეკემბერში ფულადი გზავნილები 8.2%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 285.39 მილიონი აშშ დოლარი (802.6 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (25.6 მილიონი აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 128.76 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანის გზავნილების 45.11%-ს შეადგენს. წლიურმა ზრდამ 3.85% შეადგინა.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, დეკემბერში ფულადი გზავნილებით აშშ ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 55.32 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 18.44%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე, 50.91 მილიონი აშშ დოლარით იტალიაა, საიდანაც წლიურ ჭრილში ფულადი გზავნილები 1.38%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 31.25 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 55.82%-ით შემცირდა.

10 ქვეყანა, საიდანაც 2024 წლის დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს: 

მიმდინარე წლის დეკმებრში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.8 მილიონი აშშ დოლარი (97.8 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2023 წლის ამავე თვის (32.3 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6%-ით მეტია.