მაიკლ დელის თქმით, სომხეთი AI-ინფრასტრუქტურის გლობალურ ჰაბად ყალიბდება

მაიკლ დელის თქმით, სომხეთი AI-ინფრასტრუქტურის გლობალურ ჰაბად ყალიბდება

Dell Technologies-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ დელმა, ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ინდუსტრიაში სომხეთის მზარდ როლზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კომპანია Firebird AI-სა და NVIDIA-სთან დაკავშირებულ ერთობლივ ინიციატივაზე და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაფართოება სომხეთში მაღალი წარმადობის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„სომხეთი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გლობალურ ჰაბად ყალიბდება.

მოხარულები ვართ, გავაფართოოთ თანამშრომლობა Firebird AI-სთან და სომხეთში უფრო მეტი შესაძლებლობა და მსოფლიო დონის გამოთვლითი ინფრასტრუქტურა შევქმნათ.

ეს პარტნიორობა შექმნის ახალ შესაძლებლობებს AI-ინოვაციებისთვის, ტექნოლოგიური წინსვლისთვის და გაამყარებს სომხეთის, როგორც გლობალური ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციას“, – დაწერა მაიკლ დელმა სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინოვაციებისთვის, ტექნოლოგიური განვითარებისთვის და სომხეთის, როგორც გლობალური ტექნოლოგიური ცენტრის, პოზიციის გასაძლიერებლად.

ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ის დათვლებით, მაიკლ დელის ქონება $186.8 მილიარდს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის გამოცემის რეიტინგში მე-6 ადგილზეა. რაც შეეხება Dell Technologies-ს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $189 მილიარდს უტოლდება და საჯაროდ დალისტულ კომპანიებს შორის ამჟამად ღირებულებით 90-ე პოზიციაზეა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი